თემა რომელიც ყოველთვის აქტუალურია – რუსული თუ დასავლური შეიარაღება?
შალვა გოთოშია: ფოტოზე გამოსახული რუსული აკ – 47 და ამერიკული M16, მათი შედარება იმდენად ხშირია, რომ თავისუფლად შეიძლება ამ თემის კრებით სახედაც კი წარმოვიდგინოთ, თან ამ იარაღებს შორის სხვაობა კარგად წარმოაჩენს სხვაობას დასავლურ და რუსულ ინჟინერიას შორის. ბევრი ფიქრობს რომ რუსული იარაღი ჯართია, გააჩნია ამას ადამიანი რასთან შედარებით ამბობს, მაგრამ ობიექტური შეფასებისთვის ასეთ სიტყვებს არ ვიხმარ. მსოფლიო მაშტაბით თუ ავიღებთ, რუსული შეიარაღება ნანდვილად არაა ჯართი, როგორც აკ – 47, ისე ყველა რუსული იარაღი იაფია, მარტივად მოსავლელი და კარგად ერგება ნებისმიერ პირობას. უფრო მეტიც რუსები საუკეთესოები არიან ეკონომიური იარაღის შექმნაში, მაგრამ გაიწევს კი ამით რუსეთი საუკეთესო შეიარაღებაზე? ეს ორი იარაღი მრავალ ომში დაპირისპირებიან ერთმანეთს, თუმცა ხალხს მხოლოდ ვიეტნამი ახსოვს, ამ პერიოდიდან მოყოლებული რუსულ პროპაგანდას მიყოლებით მიჰქონდა იერიში ამერიკულ იარაღზე, ვრცელდებოდა ცნობა, რომ ვიეტნამის ჯუნგლებმა ეს იარაღი უბრალოდ ჩაყლაპა, ისიც ვრცელდებოდა, რომ ეს იარაღი იყო ძალიან არასაიმედო, ისეთი არასაიმედო ამერიკელი ჯარისკაცები დღეში მას ხუთჯერ წმენდნენ, ასევე მისი კონსტრუქცია იმდენად რთული იყო, ყოველი გაწნენდისას იკარგებოდა ნაწილები. როგორც აღმოჩნდა ეს იყო ტყუილები, M16 – ს მართლა ქონდა პრობლემა წყალთან, თუმცა თანამედროვე დასავლურ იარაღებში ეს გამოსწორებულია, სხვა მხრივ ის უფრო მსუბუქი იყო, თან ერთნაირი ეკუპირების დროს ამერიკელ ქვეითს საბჭოთა სპეცრაზმელზე ორჯერ მეტი ვაზნის წაღება შეეძლო, რაც მთავარია იყო უფრო ზუსტი. საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ მოკლულ ან დატყვევებულ ვიეტნამელებს, ამერიკელები კალაშნიკოვებს ართმევდნენ, M16 – ს აგდებდნენ და რუსული იარაღით აგრძელებდნენ ბრძოლას, თუმცა არსებობს კადრები რომელიც ამტკიცებს, რომ ვიეტ კონგელები იღებდნენ ამერიკულ იარაღს. ზოგმა რუსული იარაღის სასარგებლოდ, შეიძლება შემდეგი სახის არგუმენტი მოიყვანოს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიო კალაშნიკოვით ომობს, ეს სიმართლეა, მაგრამ ჩემს თვალში ეს მინუსია, როგორც კალაშნიკოვისთვის, ისე ყველა იარაღისთვის, მსოფლიოში საუკეთესო და უკონკურენტო იარაღს, ახლა თუ არა წარსულში მაინც, რატომ უნდა ხმარობდეს აფრიკის ჯუნგლებში გავარდნილი დაჯგუფება, რომელსაც არანაირი ფული არ ააქვს, წარმოგიდგენიათ რა ცუდ დღეშია სამყარო, თუ საუკეთესო იარაღს სომალელი მეკობრეები ფლობენ. ასე მიმოფანტული ყველა რუსული იარაღი მსოფლიოში, დასავლურისგან განსხვავებით, რაც დასავლურს მინუსში ვერ ჩაეთვლება. იმის გამო ხომ არ ომობს ყველა კალაშნიკოვით, რომ მაინცდამაინც ის სურთ, არა იმის გამო, რომ მეტის შეძენის შესაძლებლობა შესაძლებლობა არ ააქვთ. M16 – ის მომხმარებელ ქვეყანათა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, თუმცა უმეტესწილად ისინი არიან შეძლებულები. ჩვენ მაგალითზე რომ ავიღოთ, მაშინ როცა არაფრის ფული არ გვქონდა, მაშინ იყო ჩვენი შეიარაღება რუსული, როცა ცოტა წელში გავიმართეთ მაშინ დავიწყეთ დასავლური იარაღების შეძენა, რატომ? როცა კალაშნიკოვის შემცვლელად ქართულ ჯარში შემოდიოდა ამერიკული კარაბინი M4, პირველად ის ყველაზე ელიტარულმა დანაყოფმა, სპეციალური ოპერაციების ძალებმა მიიღო შეიარაღებაში. ყველას ააქვს უფლება უყვარდეს რუსული იარაღი, მაგრამ ამ შეიარაღების ქომაგები ყოველთვის აგრესიულად იცაცენ მათ. ეს იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში ისწავლებოდა იარაღები სკოლებში, რისი საწინააღმდეგოც არაფერი არ მაქვს, მაგრამ გაკვეთილები მიდიოდა პროპაგანდისტულ სტილში, ვისაც იარაღები არ აინტეტესებდა, იმასაც კი მთავარი ცნებები ნასწავლი ქონდა, კალაშნიკოვი გამძლე და ყველაზე მაგარია, ამერიკული/ევროპული სულ ჭედავს, საბჭოთა არმია უძლეველია და ა.შ. როცა ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდგომ, ფაშინიანმა გააკეთა განცხადება, სადაც ამტკიცებდა რომ, რუსულმს რაკეტებმა ვერ იმუშავა, ამაზე გენერლები გაბრაზდნენ და კინაღამ სამოქალაქო ომი დაიწყეს, იმის მაგივრად ეღიარებინათ სომხეთის არმიის მოდერნიზაციის საჭიროება.























