ნათია სიხარულიძე: „…მიღალატა ოლიამაც და მთელ ჩემს ცხოვრებაში ეს არის ყველაზე უფრო უსასტიკესი ღალატი…
რად, რად ჩაიდინა ასეთი რამ ოლიამ?…
გრცხვენოდეს, ოლია. შენ მეტად ავად ხარ იმისთვის, რომ ოდესმე გაგაგებინო. შენ კი თუ გსურს, კიდევ მიღალატე…”
/გალაკტიონის უბის წიგნაკიდან. 1920-იანი წლები/
„ოლია ოკუჯავა განათლებული, ნიჭიერი პიროვნება იყო, რომელმაც, უდაოდ, პოზიტიური როლიც შეასრულა გალაკტიონის ცხოვრებაში, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ იგი არაქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, თავისებური ფიზიოლოგიური და ფსიქიკური წყობის ქალბატონი გახლდათ, ურაკომუნისტური შეხედულებების მქონე ოჯახსა და სქესის პრობლემებზე.
შემორჩენილი დოკუმენტური მასალა – ასეთი კი საკმაოზე მეტია! – მოწმობს, რომ ოლიასა და გალაკტიონის ურთიერთობას ბევრი რამ აშორებს დანტე-ბეატრიჩესა და პეტრარკა-ლაურას მოდელისაგან…
იქნებ, ჩვენც შეგვეკავებინა თავი მძიმე ხვედრის ქალბატონის – ოლია ოკუჯავას გადაჭარბებული იდეალიზაციისაგან, ფსევდოლეგენდის ტირაჟირებისაგან, გამოგონილი, არარსებული შუქით რომ “ანათებს” გენიოსის უმთენარო ღამეს“… https://textualscholarship.blogspot.com/2019/05/blog-post_87.html





















