საისტორიო საკითხავი.
Zaza Tsurtsumia: დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ გრიგოლი II-სთან (1696-1742) ერთად, 1713 წელს შეიმუშავა რელიგიური პროექტი, რომელმაც კონკრეტული სახე ვერსალში, 1714 წლის იანვარ-ივნისში, გამართული დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად მიიღო. მისი არსი მდგომარეობდა შემდეგში: დასავლეთ საქართველოში საქმიანობას დაიწყებდნენ საფრანგეთის უცხოეთის მისიონის ფრანგი იეზუიტი და სენ-ლაზარის კონგრეგაციის მისიონერები. ისინი დაკავებული იქნებოდნენ საგანმანათლებლო მოღვაწეობით და მისიონერული საქმიანობის საფარველქვეშ დააარსებდნენ საქართველოში კოლეჯს. მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდები საფრანგეთში დაეუფლებოდნენ სამხედრო საქმეს, ხელოსნობას და ვაჭრობას. ამის შედეგად საქართველოში “ნამდვილი ქრისტიანობის”, ანუ კათოლიკობის ფართოდ გავრცელება დაიწყებოდა, ქვეყანას საფრანგეთში განსწავლული პროფესიონალი ინჟინრები, ოფიცრები და დისციპლინირებული ჯარისკაცები ეყოლებოდა.
ამასთანავე ისინი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, ჩერქეზეთში შეუდგებოდნენ კათოლიკობის გავრცელებას და მოამზადებდნენ ნიადაგს რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანებისათვის, რომელსაც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ირანი და ოსმალეთი. ამ პროექტის რეალიზაციაზე გადიოდა საფრანგეთის მეშვეობით საქართველოს დაკავშირება დასავლურ პროგრესთან და ვერსალთან მომავალი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარება.”



























