რეფორმა TV წარმოგიდგენთ – 30 ოქტომბერს წლის ლიდერი და ინოვატორი ადამიანების დაჯილდოების ცერემონიას:
ნათია ჯიმშელეიშვილი ლიდერი და ინოვატორი ადამიანი 2022“ წლის ტიტულით დაჯილდოვდება
ნათია ჯიმშელეიშვილი: გამომცემლობა შპს „უქიმერიონი“-ს დირექტორი, საზოგადოება „მზის თეატრი“-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოეტი, ჟურნალისტი, პედაგოგი, ხელოვანი, ქველმოქმედი და „საზოგადო მოღვაწე“ ნათელა(ნათია) გურამის ასული ჯიმშელეიშვილი დაიბადა 1980 წლის 23 სექტემბერს.
(ეს ნათია ჯიმშლეიშვილის რეგალიების არასრული ჩამონათვალია)
1999-2003 წწ . დაამთარა კეთილშობილ-ქალთა ინსტიტუტი პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით (წითელ დიპლომით-ბაკალავრის წოდებით).
2003-2007 წწ . დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
პარალელურად გაიარა ფსიქოლოგიის ერთ წლიანი ზოგადი კურსი.
2017 წ. გაიარა სასწავლო მწვანე ცენტრ-კოლეჯი „გონი“-ს ერთ წლიანი სახელოვნებო კურსი.
პროფესიით ჟურნალისტმა და პედაგოგმა, ადრეული ასაკიდან(პროფესიის შეძენამდე) მიიღო ჟურნალისტური და საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება , კერძოდ 2001-2003 წწ . იყო ქ. ქუთაისის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსი.
მუშაობდა გაზეთ „ინტელექტი“-ს და გაზეთ „ახალი თაობა“-ს კორესპოდენტად.
2006 წლიდან დღემდე არის გამომცემლობა, შპს „უქიმერიონი“-ს დირექტორი და მთავარი რედაქტორი.
აღსანიშნავია,რომ გამომცემლობა შპს „უქიმეერიონი“ 2002 წელს ისტორიული გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ , შემდგომში გამომცემლობა „საქართველო“-ს ბაზაზაზე დააფუძნდა. გამომომცემლობა, რომელსაც დიდი და ღრმა წარსული აქვს და 2021 წელს დააარსებიდან 100 წელი შეუსრულდა.
2006 წლიდან ნათიამ დააარსა საბავშო ჟურნალი „მიმინო“, ასევე ახალგაზრდული შემოქმედებითი ყოველწლიური კრებული „თაობა“ და 2007 წლიდან ასევე დაარსა შემოქმედებითი ალმანახი „არტ-ერანი“.
2009 წელს დააფუძნა ხელოვანთა საზოგადოება „მზის თეატრი“-ს, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ დღემდე.
„მზის თეატრის“ ეგიდით გამართულია ასობით კულტურული, საგანმანათლებლო, ეკოლოგიური და სხვა შინაარსის ღონისძიება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საზოგადადოებაში კულტურული და არა მარტო კულტურული ცხოვრების განვითარებაში.
„მზის თეატრი“ ხშირად გახლავთ საქველმოქმედო ღონისძიებათა ორგანიზატორიც.
„მზის თეატრი“-ს ეგიდით 2009 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ყოველ წლიურ შემოქმედებით მარათონს, რომელიც 11 წელია იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, გერმანიაში, პოლონეთში და თურქეთში.
ნათია ჯიმშელეიშვილი არის ასევე სამკაულებისა და აქსესუარების თვითნასწავლი „დიზაინერი“, ქმნის თოჯინებს, მისი ყოველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა ხმარდება ქველმოქმედებას, მონაწილეობს საერთო გამოფენებშიც.
2020 წლის ოქტომბერში მან განახორციელა მეტად მნიშვნელოვანი და მაშტაბური პროექტი სახელწოდებით „არ არსებობს გაჩერებული სამყარო“. პროექტში მონაწილეობა მიიღო 17 -მა შშმ პირმა ქალბატონმა ,რომლებიც ერთი დღით გახდნენ ნათია ჯიმშელეიშვილის სამკაულის „მოდელები“, მოეწყო ფოტოსესია და მომზადდა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ვიდეო-კატალოგი.
ნათიას თითქმის ერთი ათეული წელია კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები აქვს თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან „ჩვენებურებთან“, იკვლევს მათ ისტორიულ წარსულს და მუშაობს მათთან დაკავშირებულ არაერთ თემაზე, იგი არის ტიტულის „საიმედო ხიდი“-ს მფლობელი.
გასულ წელს ქალაქ ბალიქესირში ქარტული ენისა და წერა- კითხვის შემსწავლელ ერთერთ ჯგუფს უსახსოვრა ასზე მეტი წიგნი, ქართული „დედა ენა“ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით და ქართული წერაკითხვის შესწავლისთვის საჭირო სხვა დამხმარე ნივთები. თურქეთის რესპუბლიკაში ქართველებით დასახლებულ რამდენიმე სოფელსა და რაიონში ჩაატარა ქართული ენის გაკვეთილი „ჩვენებური“ ქართველებისთვის. პოპულარიზაციას უწევს ქართულ-კლასიკურ ლიტერატურას და თანამედროვე მწერლებს . ასევე არის ამ ორ ქვეყანაში კულტურისა და ხელოვნების გამავრცელებელი. თანამშრომლობს ქართულ- თურქულ საინფორმაციო პორტალთან Gurcu haber portal – ქართული ამბების პორტალი, სადაც აქვეყნებს და პოპულარიზაციას უწევს ქართული კულტურისა და შემოქმედებითი შინაარსის წერილებს.
ნათიას პერსონით არაერთხელ დაინტერესდა თურქული პრესაც.
2017 წელს მონაწილეობა მიიღო ქალაქ სტამბოლის FATIH SULTAN MEHMET VAKIF UNIVERSITESI -სა და საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის მიერ გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში
ULUSLARARASI 1877-1878 OSMANLI – RUS SAVAŞI’NIN 140. YILINDA KAFKAS GÖÇLERI VE ETKILERI SEMPOZYUMU
1877-1878 წწ ოსმალეთ – რუსეთის ომის გავლენა და კავკასიიდან გადასახლებდან 140 წელი
სიმპოზიუმზე მის მიერ წარდგენილი ნაშრომი დაიბეჭდა აღნიშნული სიმპოზიუმის ფარგლებში გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში.
ნათია ჯიმშელეიშვილი ასევე მუშაობს და წერს ინტერვიუებს სტამბოლში მოღვაწე ქართველებთან და იკვლევს მათი ოჯახების ისტორიებს, რომელიც გამოიცემა კვლევითი ნაშრომის სახით.
მის კალამს მიეკუთვნება „ჩენებურების“ თემაზე შექმნილია ლექსების ციკლი.
ნათია არის ლექსთა ორი კრებულის ავტორი, მისი ლექსები გამოიცემა სხვადასხვა ლიტერატურულ გამომცემებში და ზოგიერთი მათგანი თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ და თურქულ ენებზე.
ნათია ჯიმშელეიშვილისთვის, როგორც პოეტისთვის, მწერლისთვის, ჟურნალისტისთვის და სზოგადო მოღვაწისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია მსოფლიოში მიმობნეული ქართველების თემა, რასაც ემიგრაციაში მყოფი ქართველობა ჰქვია და იგი მნიშვნელოვნად აისახება მის შემოქმედებაზე. ნათიამ არაე ერთი კულტურული ღონისძიება მიუძღვნა ემიგრაციაში მყოფ ქართველებს და დღემდე მუშაობს წიგნზე „თვითმფრინავის ტრაპიდან სულ სხვა საქართველოში“, სადაც ასობით და ათასობით ემიგრანტის მძიმე ცხოვრების ქრონიკაა შეტანილი.
ნათია ჯიმშელეიშვილი 2021 წელს აირჩიეს იმერეთის ჩოხოსანთა ორგანიზაციიდან „დიასპორების საკითხების კოორდინატორად“.
ნათიას საღამოები გარდა საქართველოსა არაერთხელ გაიმართა სხვადასხვა ქვეყნებშიც , კერძოდ თურქეთში, გერმანიასა და პოლონეთში.
„ლექსი კედელზე“ პროექტის ფარგლებში ნათია ჯიმშელეიშვილის ორი ლექსი განთავსდა ქუთაისში სხვადასხვა უბნის ორ ფასადზე, რომლითაც თამამად შეიძლება ითქვას რომ ავტორის ლექსს „ძეგლი დაედგა“.
ნათიას ლექსებზე არაერთ კომპოზიტორს შეუქმნია სიმღერა.
თავადაც არამუსიკალური განათლების მქონე 40-მდე სიმღერის ავტორ- შემსრულებელი. სიმღერებს წერს როგორც საკუთარ, ასევე სხვა ავტორთა ლექსებზე.
ნათია ჯიმშელეიშვილი 2018-2019 წწ. მუშაობდა პედაგოგად საგამანათებლო ცენტრ-კოლეჯში „გონი“- ხელოვნების პედაგოგად. ასწავლიდა ბისერზე მუშაობას და ქარგვის ხელოვნებას.
2019 წლიდან დღემდე მუშაობს „საზოგადოებრივ კოლეჯში იბერია“ პედაგოგად, პროფესიული განვითარების პროგრამების ფარგლებში.
აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან „კულტურულ- ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი“
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება -„ქართული ფესვები“- დან დასახელებულ იქნა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
ნათია ჯიმშელეიშვილს აქვს საავტორო რუბრიკა სოც ქსელში „მე ვარ ბედნიერი შენით“ რომელმაც დიდი მასშტაბები შეიძინა , იგი ამ რუბრიკით ეფერება საზოგადოების თითოეულ წევრს და აცნობს ფართო მასებს, ამით საფუძველს უყრის ადამიანებს შორის ჰუმანურობას , კეთილგანწყობას ,ურთიეერთპატივისცემასა და სიყვარულს.
არის ტრენერი თემაზე – წიგნის მნიშვნელობასთან და ადამიანებს შორის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის შესახებ.
არის იმერეთის „ჩოხოსანთა ორგანიზაციის“ , საზოგადოება „ქუთაისელის“ და საზოგადაება „ბაღის კიდის“-ს წევრი.
2021 წლიდან გახდა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
იგი ასევე არის ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.
2019 წელს დაჯილდოებულია საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების მიერ პრემია „მეგა“-თი კულტურაში და წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დაჯილდოვებულია საქართველოს წარმატებულ ადამიანთა შორის ტიტულით პ ე რ ს ო ნ ა რეგიონში კულტურისა და შემოქმედების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ჰყავს ორი შვილი.
გამომცემლობა შპს „უქიმერიონი“-ს დირექტორი, საზოგადოება „მზის თეატრი“-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოეტი, ჟურნალისტი, პედაგოგი, ხელოვანი, ქველმოქმედი და „საზოგადო მოღვაწე“ ნათელა(ნათია) გურამის ასული ჯიმშელეიშვილი დაიბადა 1980 წლის 23 სექტემბერს.