გალაკტიონის „ლომფერი” – ესაა ფერი, რომელსაც ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანის ლექსიკონი არ იცნობს. – ამტკიცებს ლია სტურუა,
ავტორი დისერტაციისა „ფერის მხატვრული ფუნქცია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში“.
სინამდვილეში, ეს სიტყვა სწორედ „ჩვეულებრივი, ნორმალური“ ადამიანის ლექსიკონიდან აიღო გალაკტიონმა.
ეს ფერი დადასტურებულია სულხან-საბა ორბელიანთან. ,,სიტყვის კონაში” ,,ვეჟანა” განმარტებულია როგორც ,,ლომის ფერი”.
აშკარაა, გალაკტიონმა უკვე არსებული ფერი კომპოზიტად აქცია და შექმნა შთამბეჭდავი მხატვრული სახე ,,ლომფერი ოქტომბერი”.
დასკვნა: დისერტაციაში პოეტურობა აუცილებელი არ არის..

























