Gela Japaridze: დღეს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ტრაპიზონის კლინიკის ,,Medical Park” ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც განვიხილეთ კლინიკაში მომუშავე მაღალკვალიფიციური ექიმებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო კონსულტაციების და გამოკვლევების უსასყიდლოდ ჩატარების შესაძლებლობის საკითხი!
*****
-2022 წლის 19 ოქტომბერს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ, გენერალურ საკონსულოში შეხვედრა გამართა ტრაპიზონში მოქმედი კლინიკის “Medical Park” გენერალურ დირექტორთან, აბდულლაჰ ჯანთურქთან, გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ფილიზ გუნაიდინთან და მომსახურების მენეჯმენტის დირექტორის მოადგილესთან, თუბა ერგუნ ბულბულოღლუსთან.
-შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეების კლინიკაში მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. კლინიკის ხელმძღვანელობის მიერ აღინიშნა, რომ კლინიკა ყოველთვის მზად არის შეღავათიან ფასებში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს.
-ამასთან, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ახლო მომავალში კლინიკა “Medical Park”-ში მომუშავე მაღალკვალიფიციური ექიმებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო კონსულტაციებისა და გამოკვლევების უსასყიდლოდ ჩატარების შესაძლებლობის საკითხს.
























