ერთად მშვიდობიანი მომავლისთვის!
საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის შედეგად საუკუნის წინ თურქეთში გადმოხვეწილი ქართველების შთამომავალის პოზიციიდან მინდა ვისაუბრო და გამოვხატო ჩემი პოზიცია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში დაკარგული ტერიტორიების შესახებ, ასევე ვიმსჯელო თქვენთან ერთად საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივებზე.
ჩვენ სწორედ იმ ქართველების გენის გამგრძელებლები ვართ, ვინც დღემდე მოიტანა საქართველოს კულტურა, შემოინახა ქართული ენა და ტრადიციები. ქართული კულტურა იმდენად ღრმა და ფესვებგადგმულია, რომ წარმოუდგენელია მისი გაქრობა. ჩვენ, როგორც ერი, ისტორიული წარსულით ვამტკიცებთ რომ გვაქვს უნარი გავუმკლავდეთ ნებისმიერი სახის პრობლემას, ჩვენმა ათასწლოვანმა გამოცდილებამ ამ მიმართულებით თავდაჯერება შეგვძინა, ჩვენი ცოდნითა და გონიერებით საუკუნეების მანძილზე ვუმკლავდებოდით მომხვდურ მტერს და მიუხედავად იმისა რომ მუდმივად არის აღმართ-დაღმართი, მყარად ვინარჩუნებთ ჩვენს ადგილს მსოფლიოში.
დიახ აშკარაა, რომ დღესაც თავდასხმებია მოსალოდნელი, რომ მუდმივად არსებობს საფრთხე. თუმცა ისიც ცხადია, რომ მომავალში ეს სიტუაცია შეიცვლება. რადგან პროცესები დალაგდება. მანამდე კი გრძელი გზაა გასავლელი.
დიდი და საშიში თამაში, რომელიც რუსეთსა და სხვა გლობალურ ძალებს შორის არსებობს, ჩვენი მსგავსი ქვეყნების ჩათრევით ძმათა მკვლელ ომს უდრის. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ როგორ უპირისპირდება მეზობელი მეზობელს, ნათესავი ნათესავს და ეს ყველაფერი ჩვენი საერთო მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ასეთი საშიში თამაში, ასევე ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით სიმშვიდის დარღვევას, ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისთვის!
მაშ რა უნდა ვქნათ? როდესაც ვაანალიზებთ რა მოხდა ბოლო 30 წლის მანძილზე, ვხედავთ რომ ძმებსა და მეზობლებს შორის არსებობს ღრმა აზრთა სხვადასხვაობა და უნდობლობა.
ეს შეიძლება მივიჩნიოთ საგარეო ძალებისა და განსაკუთრებით კი რუსეთის წარმატებად. თუმცა ამან არ უნდა შეგვაშინოს და არ უნდა დაგვაშოროს მიზანს, რომელიც გაერთიანებას გულისხმობს. აუცილებელი პასუხისმგებლობის აღება ორივე მხრიდან, უკვე არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ საჭიროა დიალოგის რეჟიმში გადასვლა აფხაზეთთან და ოსეთთან. თუმცა ეს სახალხო დიპლომატიის ფორმატში უნდა განვიხილოთ.
რამდენადაც ეს ძალისხმევა გაგრძელდება მით უფრო მეტი იქნება შანსი შეიქმნას ურთიერთ ნდობის ატმოსფერო და-ძმებს, მეზობლებს შორის.
აუცილებელია ქართული ენის აფხაზეთში დაშვება. ჩვენ ვიხილეთ რეალურად როგორ დადგა ის დრო, როცა აფხაზური ენა აიკრძალა აფხაზეთისთვის და მიდის სრული რუსიფიკაცია. ვიცი რომ აფხაზეთის მხრიდან არსებობენ ადამიანები რომლებსაც არ მოსწონთ ეს ვითარება, ხედავენ, რომ რუსეთთან მომავალი არ აქვთ და მეორე მხრივ, ომის გამო თავს დაუცველად გრძნობენ მეზობელ ქართველებთან.
ამ მხრივ მე პირადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ კონფერენციას.
ჩვენ, კავკასიელები, ის ხალხი ვართ, ვინც ბევრი შემოსევა , ბევრი ომი ვიგემეთ, მიუხედავად ამისა გვჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ავაშენოთ ჩვენი მომავალი. ვფიქრობ ამას შევძლებთ ისევ და ისევ ჩვენი ღრმა კულტურული ტრადიციების და ისტორიულად პრობლემების გადაჭრის
უნარის წყალობით!
ომით მოპოვებული ომშივე იკარგება, ასეთია ომის ფილოსოფია.
ჩვენი სამყარო სავსეა ასეთი მაგალითებით, ყარაბაღის ბოლო ომი, სწორედ ამის დასტურია.
ჩვენ ყველამ ვიცით, რა დანაკარგები განიცადეს ჩვენმა ხალხებმა ომებში. ახლაც საკმარისია მიმოვიხედოთ ირგვლივ, გავიგოთ ეს და გავიხსენოთ ის ტკივილები, რაც ახლო წარსულში განვიცადეთ.
და ბოლოს, ერთად გასავლელი გზა ერთად უნდა გავიაროთ აფხაზებმა და ქართველებმა. კავკასიის ხალხებმა საერთო ენა უნდა გამოვნახოთ.
დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ გაგვაჩნია უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება. განვავითაროთ ინიციატივები, ვიფიქროთ და ვისაუბროთ მომავალზე!
ერთად ჩვენს ხალხებს შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, თურქეთში და სხვაგან.
როგორც სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს და www.gurcuhaber.com- ის დამფუძნებელს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა მსგავსი კონფერენციის გამოცდილება აფხაზეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მსურს ჩვენს მონაწილეებს გავუზიარო ცოდნა, რომ ჩვენ შეგვიძლია თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრები გავმართოთ და გამოვნახოთ საერთო ენა მშვიდობისა და მომავლისთვის.გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას ერთობლივი საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი, მათი დახმარებით ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან ერთად მუშაობისა და მოქმედებისა !
*********

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
აფხაზეთი, საქართველოს ერთიანი სივრცე-
სტრატეგიული მიმართულებები
და ახალი გამოწვევები
22.12.2022
გამომსვლელი: ფეჰმი უზალ (უსტიაშვილი), სტამბოლის ქართული კულტურის ასოციაციის თავმჯდომარე (თურქეთი)
თემის დასახელება: ქართულ-აფხაზური დიასპორების ურთიერთობისთვის თურქეთში.























