ჩემო შვილებო !!!ეს ამბავი მაშინ დაიწყო, მე, რომ თქვენხელა ვიყავი, თქვენსავით ანთებული თვალებით ვიდექით 9 აპრილს, სანთლებით ხელში ვმღეროდით, მერე?
მერე შემოვიდნენ რუსის ტანკები, თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ ახლოდან ნახოთ ეს ყველაფერი, ალყაში მოგვაქციეს, პატრიარქი მოგვიწოდებდა შევსულიყავით ქაშვეთის ეზოში და გველოცა, რა თქმა უნდა მაშინდელ ნაძირლებს არ აწყობდათ, მერე? მერე ირაკლი წერეთელმა, რომელიც პატრიარქის გვერძე იდგა დაიწყო მამაო ჩვენოს ლოცვა, ოღონდ უკუღმა და შეცდომებით, რუსს ფეხებზე კიდია სანთელიც და ღმერთიც, ქართველი ქალი მუდამ წმინდა იყო მაშინ, გვეგონა ქალებზე ხელს არ აიღებდნენ და კაცებს გადავეფარეთ, ნიჩბებით დაჩეხეს ბავშვები, ქალები, მერე? მერე მთავარი ძალა კოსტავა და ზურა ჭავჭავაძე მოგვიკლეს, გაჩნდა უამრავი პარტიები, ყველა თავისკენ გვექაჩებოდა, მერე? მერე არჩევნები ჩატარდა და 95 % ით გამსახურდიამ გაიმარჯვა, მერე? მერე დამოუკიდებლობის აქტს მისმა ცოლმა მოაწერა ხელი, ზვიადის შეცდომებმა და მისმა გარემოცვამ წარმოშვა კანონიერი ქურდი, გაუნათლებელი და კრიმინალი ჯაბა იოსელიანი, რომელიც ეხლა რატომღაც დიდუბის პანთეონშია მხართეძოზე წამოწოლილი, ასევე ლოთი ქობალია, კიტოვანი, მერე? მერე საუკეთესო, მართლაც საჯიშე ბიჭები ჩავხოცეთ სამაჩაბლოში აფხაზეთში, ბანკეტებზე ბრჭყვიალა კაბები არ გვცმია, ისე დავამთავრეთ სკოლა, შავები გვეცვა და კლასელების სასაფლაოებზე ვულოცავდით ერთმანეთს სკოლის დამთავრებას მერე? მერე მოხდა ძმათა ომი, ძმა ძმას ესროდა, შვილი დედას, გაიხლიჩა საქართველო, დანაწევრდა, მერე? მერე ამ ნაძირლებმა დაუჩოქეს და ისე ჩამოიყვანეს შევარდნაძე, ჩვენ კი ერთმანეთს ვეკითხებოდით რატომ მოხდა 9 აპრილი? რისთვის დავიხოცეთ? მერე? მერე ვარდების რევოლუცია, მაშინაც იქ ვიდექით და გამომპალ შევარდნაძის სისტემას ვაპროტესტებდით, მერე? მერე მიშა მოვიდა, ჩვენ ჩარეცხილები გვეძახა, 28 წლის ზემოთ ხე არ მინდა ეზოშიო, მერე? მერე ჩვენ შვილები გვყავდა გასაზრდელი და წავედით ემიგრაციაში, გავხდით მონები, მერე? მერე 2008 წლის ომი, ისევ ჩავხოცეთ , მართლაც სამაგალითო ბიჭები, მერე? მერე მოვიდნენ ქოცები და აგერ უკვე 10 წელია ამ ქოც ნაცურ ტინგიცს ვუყურებთ, მიშა გვაყვედრის შუქს ეღირსეთო, ესენი გვაყვედრიან სისხლიანი რეჟიმი მოგაშორეთო, ამასობაში გავიდა 33 წელი, თმაში ჭაღარა შემოგვერია, ივერია ?? ივერია ჯერ არ გაბრწყინებულა, პირიქით უფრო დაპატარავდა 😢😢😢






















