14 აპრილი 1978 წლიდან საქართველოში ქართული ენის დღედ აღინიშნება.
რადგან ყველგან პატარა საქართველოა, სადაც ერთი ქართველიც ცხოვრობს, სტამბოლში მცხოვრებმა ქართველებმა ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით საზოგადოებას შეახსენეს ქაეთული ენის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიება ჩატარდა შიშლის რაიონული მერიის ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურულ დაწესებულებაში და იგი დატვირთული იყო სხვა და სხვა ტიპის წარმიდგენებით.
დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა ქართული ანბანის “ბოდიფონტის” გამოფენით, რომელიც შესრულებული იქნა ქუთაისელი ხელოვანების პაატა ნემსიწვერიძისა და დავით აბულაძის მიერ.ანბანის ორიგინალობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი იყო სხეულის ენით, კერძოდ ტანმოვარჯიშეთა მიერ გამოსახული. ამ გამოფენას ხელმძღვანელობდა ქუთაისელი პოეტი, ჟურნალისტი და შემოქმედებითი საზოგადოება “მზის თეატრის” პრეზიდენტი ნათია ჯიმშელეიშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პოეტებმა, მწერლებმა, პედაგოგებმა ისაუბრეს ქართული დამწერლობის შესახებ და ასევე საღამოს ამშვენებდნენ პატარა მომღერლები, ქალბატონი ნელი აფციაურის ხელმძღვანელობით.
ქართული კულტურის ცენტრის კიდევ ერთი მნიშვბელოვანი ღონისძიების ხელმძღვანელია ბატონი ფეჰმი უზალ-უსტიაშვილი.
































