– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგის, თსუ კურსდამთავრებულის რუსუდან გორგილაძის საჯარო ლექცია და – წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
– ნაშრომი სახელწოდებით „დიქტატურის გემო“ 2021 წელს გამოქვეყნდა და ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა.
– წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის – სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე.
– ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, აკადემიური და ადმინისტრაციული წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.






















