პოეტის ბედნიერებად მისი ერთი ლექსის “ძეგლის დადგმაც” საკმარისია. დღეს სწორედ “ძეგლი დაედგა” კიდევ ერთი უდაოდ ძლიერი, პატრიოტის, ქართველის, სულისა და ძარღვისმიერი პოეტის ბატონი ენდი ნემსიწვერიძე – ს ლექსს. იქაც ვთქვი და აქაც ვიმეორებ, რომ ბევრი წლის შემდეგ ის ბავშვები, რომლებიც დღეს მეშვიდე საჯარო სკოლაში სწავლობენ, მომავალში უკვე დიდი ქალბატონები და ვაჟკაცები ხმამაღლა იამაყებენ, რომ ისინი სწავლობდნენ იმ სკოლაში, რომელსაც ხელმძღვაბელობდა პ ო ე ტ ი.

ისინი აუცილებლად წლების შემდეგ გააიდეალებენ ამ ფაქტს და იტყვიან, რომ ჩვენმა დირექტორმა, პოეტმა და ძალიან მაგარმა ქართველმა გვასწავლა “რა არი სამშობლო” და ამიტომ ვიარეთ სამშობლოს სიყვარულის, დაცვის და ერთადერთობად ქცევის კვალდაკვალ.
ეს პოეტი კი არის ენდი ნემსიწვერიძე, რომელსაც დღსაც არ აკლია ხარისხიან მკითხველთა ოდენობა.

შალვა კამლაძის ეს “მომავლის პროექტი” ასევე ბრწყინავს დღეს ქართულ სიტყვაში, ქართულ კალიგრაფში და ქართულ იდეაში.
მადლობა ბატონ ავთანდილ აბულაძეს, რადგან შეეხიდა ამ პროექტის განხირციელებას და მადლობა მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგს ქალბატონ ნუნუ ფულარიანს და თავის არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, რათა აქტიურად ჩაერთნენ ამ პროექტის გახსნაში.
ბოლოს კი მადლობა შალვა კამლაძეს, რათა საშუალება და პატივი გვარგუნა მე და ჩვენთვის ძვირფასი ქართველს, ადამიანს და პიროვნებას ბატონი ლევან როხვაძეს ერთად ჩამოგვეხსნა ფარდა ლექსისთვის და ყველას ერთად წაგვეკითხა თუ “რა არის სამშობლო”
























