ხომ სულ გოროზად და უკარებად გვეჩვენებოდა და ალბათ არც გაემტყუვნებოდა. ვინ იცის, რამდენი ღალატი და ფლიდობა უნახავს საუკუნეების განმავლობაში…
მაგრამ ბოლოს მაინც თავისთან გვიხმო ადამიანები. გულში ჩაგვიკრა, დიდხანს გვესაუბრა, გული გადაგვიშალა, ყველაფერი გვიჩვენა, ყველაფერი მოგვიყვა, ბევრი საიდუმლოც გაგვანდო…
არც უსახელოდ წასულა იმქვეყნად. კი, თავისი ნამდვილი სახელიც გვითხრა (“კავკასიძეების ციხეს” მას მხოლოდ პირობითად ვეძახდით, რადგან ამ ფეოდალურ საგვარეულოს საკუთარება იყო, ხოლო მისი ნამდვილი სახელი აქამდე არ იყო ცნობილი).
ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გამოვცემთ და თქვენც გაგიზიარებთ…
წყლის დაწევის პერიოდებში შეიძლება ზოგჯერ ისევ გამოჩნდეს ხოლმე და რაღაცეები შეგვახსენოს ამაოების მორევში ჩაფლულ ადამიანებს…
კი, ის ახლაც განაგრძობს საუბარს. მაგრამ ჩვენ, ადამიანებს რა გვესმის, ეგაა საკითხავი..
ვიღაცამ შეიძლება თქვას, ქვებს სული არ აქვთ და როგორ ისაუბრებსო. “ქვათა ღაღადი” სხვა კი არაფერია?!
ახლა კი მიდის და მიდის ისევე ლამაზად და ამაყად, როგორიც სულ იყო, დღიდან დაბადებისა…
მშვიდობით საოცრებავ!
Dato Chabashvili-ის ფოტო



























