მოკლედ, ამ ლექსს რამდენიმე ადრესატი ჰყავს. ზოგი წარსულიდან, ზოგიც აწმყოში. ჰოდა, მიიღეთ როგორც “ყვითელი ბარათი”, თორემ განმეირების შემთხვევაში ჩამოვაჭიკჭიკებ თქვენს სახელებსა და გვარებს გადაწერილი ფრაზებითურთ.😀😀
🖍🖍🖍
ნუ გადაიწერ ჩემგან ლექსებს და
ნუ გამოაფენ “ბრაოს” საკრებად,
თუ პოეტი ხარ, ასეთი წერა,
ასეთი წერა არ გეკადრება.
ვინ იცის, სადმე ამ შენი “ლექსის”,
არ შეგეფეთოს ტყუპი სიამის,
თორემ, დაგიგლეჯს წიგნის ქაღალდებს,
გადაგექცევა ქარდ ნიავი.
და მერე ნახავ რა რთული არი,
სხვისი ნაწრთობი ლექსების წერა,
რომ გაგიმეტებს ყალბი კალამი,
და პოეტური ეს ბედისწერა.
ნათია ჯიმშელეიშვილი ლექსები

























