
ოლან !
უზომოდ ცივა და ზომიერად ტკაცუნობს შეშა,
ტკარცალი გაუდით ცრემლებში აცელქებულ პოხონდრიებს…
ხან თავს გაურბიხარ, ხანაც იკეტები თავში,
რადგანაც ეს ცხოვრება სანთლის გაპოხილი გზაწვრილია..
ჯანდაბას იქით თუ ჯანდაბას აქეთა მხარეს
დგახარ და იცი რომ ჯანდაბა ცენტრია მუდამ,
საშვილოს კედლებში , ვით აკვარიუმში ცურავ
და სულ არ გიჩნდება ნდომა თუ სურვილი შობის!
უზომოდ ცივა და ზომიერად ტკაცუნობს შეშა,
შენ ბედის ბუხარში კვლავ უძვლო კაცუნებს ბოლავ…
არც ცოდვის შეგრძნება, არ სიცივისა თუ სითბოს…
ნუ გამომდევნი და ნურც ფეხად მომყვები, ოლან!





















