Maya Mchedlidze Uzal
იმდენი ქნეს რომ ძალიან ჭკვიან და ზრდილ , ჩემთვის უსაყვარლეს ხალხსაც დააჯერეს რომ ეს კანონი რუსულია, არადა თავად არიან რუსეთუმეები , გაღმა შეედავე გამოღმა დაგრჩებაო, აი მეგობრებო რა გვიყვეს , ერთ მუჭა ხალხს კიდევ ერთმანეთის ზიზღი და გადამტერება უნდა ?… არ გახსენდებათ 90 იანების დასაწყისი , მაშინაც ზუსტად ასე ორად გაიყო საზოგადოება და მაშინ იარაღით დაძრწოდნენ , ახლა კი ტვინების ღრღნა მიდის , იარაღი თავად აქაა, სოციალური ქსელი, ვინ როგორ და საით მიუშვერს , რამდენს გაანადგურებს სიტყვით თუ ზიზღით ….რა შეიცვალა? ბრძოლის ხერხები შეიცვალა …ზოგადად არაფერი არ შეცვლილა, მაშინაც ეჯერა საზოგადოების ნაწილს რომ შევარდნაძე გადაგვარჩენდა, არ ვიცი რამდენი ერთი გავიხსენო, ნუთუ ასე მოკლეა ადამიანის მეხსიერება? ახლა დემოკრატიაზე ,,დემოკრატიულობით,, თავდასხმა ხდება, შეხედულებების , ღირებულებების აღრევა ხდება , ახალგაზრდების გამოყენება ყველაზე დაუცადი მეთოდია, ყველაზე გამართლებული, მოატყუეს ახალგაზრდობა მოატყუეს მათი მშობლებიც …..შენ კიდევ თუ ასეთი უბედურებაა ეს კანონი და ჩვენი შვილები ასე უნდა აწიოკონ. შეცვალე , რა ვიცი მე ჩაასწორე, ერთმა მომწერა აგენტი სიტყვაა პრობლემაო, ისიც ვიფიქრე ეგრე ბიბლია ერთია და სხვადასხვანაირად კითხულობენ მეთქი…..მოკლედ დაწყნარდეს ყველა , თუ ნამუსი და სინდისი გაქვთ ამ ვნების კვირეულში მაინც დაასვენეთ ეს ბავშვები და მართალი ხალხი , ჩაიაროს აღდგომამ და გამოდით მერე ისევ და აპროტესტეთ , გიშლიდათ ვინმე ?…. ოხ ცრუ ლიბერალებო, ილიამ როდის შეგიცნოთ როდის! …

























