David Gua
7 ათასი წლის წინ შავი ზღვა ჯერ აღარ იყო. აქ ზღვამდე ყოფილა დიდი ტბა, რის გარშემო ნაცხოვრებან საკმაოდ განვითარებული ხალხი- ესენი სავარაუდოდ კოლხები არიან.
სამწუხაროდ იმ დროს ისე მოხდა, რომ უეცრად ერთ ღამეში დაიტბორა ტბა და მთელი მოსახლე მოაქცია წყლის ქვეშ.
24 საათი ისე წვიმდა, როგორც ნიაგარის ჩანჩქერი.
მოსალოდნელი უბედური ამბის შესახებ ერთი თვით ადრე ესიზმრებოდა ერთ კაცს. ის ცდილობდა, დაერწმუნებინა მოსახლეობა მოსალოდნელი წარღვნის შესახებ, მაგრამ მას თავისი ოჯახის გარდა არავინ დაუჯერა.
საბოლოოდ, რადგან საშველი არ იყო მან წინა ღამეს საკუთარი ოჯახი, შვილები, ნახირი და სხვა ცხოველები აიყვანა კავკასიის მთებში.
მერე მოხდა რაც უნდა მოხდარიყო.
დილით უკვე, როცა გამოქვაბულს მიფარულები გამოვიდნენ გარეთ, დაინახეს, რომ წყალი კავკასიონამდე ამოსული იყო.
ამ მოვლენის შემდეგ ოჯახმა მთებში განაგრძო ცხოვრება. ვითარდებოდნენ- მრავლდებოდნენ. დაახლოებით 300 წელი ელოდნენ წყლის უკან დაწევას, მაგრამ ჯერ ძალიან მცირე დოზით იხევდა უკან წყალი. რადგან მთებში ცოტა იყო სახნავ- სათესი მინდვრები გადაწყვიტეს აეგოთ ნავები და მომოიფანტნენ ზღვის მეშვეობით სხვა ხმელეთების საძებნად. ზოგიერთები მთაში დარჩნენ- იქეთ მხარეს და აქეთ მხარესაც. 1500 წლის შემდეგ წყალმა დაიხია უკან ფოთამდე. მერე დაიწყო კოლხეთის დაბლობზე ახალი ცხოვრება. ტბა იქცა ზღვად. ფოთელებს ზღვა დღესაც არ უყვართ- მის მიმართ ზურგით არიან. დედამიწის შემსწავლელმა კომისიამ დაადგინა, რომ 7 წლის წინ მიმდებარე ზღვაში დიდი ვულკანის ამოფრქვევა მოხდა და ამ მოვლენამ უეცრად გადმოასხა უამრავი კუბური კილომეტრ კვადრატი წყალი ამ მხარეს, რის გამოც დაიტბორა უცაბედად ტბის გარშემო მცხოვრები ცივილიზაცია.
ეს ამბავი მითს ჰგავს, მაგრამ რეალობაა. ვინც ტიტანიკი აღმოაჩინა წყლის ქვეშ- ეს არქეოლოგი წყლის არქეოლოგებს შორის საუკეთესოა. ის ამბობს, რომ თურქეთის მხარეს იპოვა განვითარებული ცივილიზაციის ნივთები და არტეფაგები. თარიღდება ჩვენ წელთა აღრიცხვამდე 5 ათასი წლით. ისიც ადასტურებს, რომ ეს ნივთები სავარაუდოდ კოლხებისააო და მსგავსები ზღვის ფსკერზე უამრავიაო.
გარდა ამისა კოლხეთის დაბლობზე (ოტობაიაში)1996 წელს ჩვენ ვაწარმოეთ 4 ადგილას გათხრები 5 მეტრის სიღრმეზე და აღმოვაჩინეთ, რომ ჩავედით ტყის მასივების- ანუ ხის კენწეროების სიმაღლეზე. აღმოვაჩინეთ, რომ ხეები დგას მიწის ქვემოთ. შენახულია, როგორც ცოცხალი ხე, მაგრამ როგორც კი ჰაერი მოხვდა ეგრევე გაშავდა. ვიცანი, რომ მუხის ხეები იყო. ამ ხეების ძირი საცღა 25 მეტრის ქვემოთ იყო. მარტივად მისახვედრი იყო, რომ ერთ ღამეში დაიტბორა და ნალექში მოექცა ნასახლარები და მთლიანად ბუნება.

ათორი / ხატვარ























