უსახელაური🍷
როგორც ძეგლი დიდოსტატის
და შედევრი ფიროსმანის,
ლექსი გალაქტიონის და
ძალა-მადლი ხვამლისა მთის.
შესადარი ქართულ მზის და
წიგნის ,,ვეფხისტყაოსნისა,”
ისიც კაცის მარჯვნით ქმნილა,
საოცნებო მიწა- წყლისა.
ლამაზ ქალად დედოფალი,
ქებულ ცხენად ბედაური,
ისე ღვინოთ მეფედ თქმულა
ლეჩხუმთ უსახელაური!
ხ.არდანიანი



























