თხილამურები – XIX ს. ხე, თოკი.
ზომა: 39×10 სმ.
სვანეთში გავრცელებული იყო მრგვალი და ოვალური ფორმის სასიარულო (საბიჯებელი) თხილამურები ზამთარში ნადირობისას, დათოვლილი ბილიკების დასატკეპნად. მთაში სასიარულოდ გამოიყენებოდა ასევე სპეციალური ქალამნები – ბანდულები, რომელთაც ძირი თასმებით ჰქონდა გამოწნული, გამობანდული, რათა ფეხი მყარად მოკიდებულიყო თოვლზე ან ქარაფზე. სითბოსა და სიმშრალისთვის შიგ აფენდნენ ბალახს. ასეთ ქალამნებს მამაკაცები თავად კერავდნენ ღორის ან თხის ტყავისგან.




























