ნანუკას და რატის ვულოცავთ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლევები” გამარჯვებას!
ჩვენი ორი ქვეყნის ვარსკვლავს, ნანუკა სტამბოლიშვილს, ვულოცავთ, საქართველოს ტელე სივრცეში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები ” გამარჯვებას! რამდენიმე ძალიან საპასუხისმგებლო და რთული ტურის შემდეგ, ნანუკასა და რატის წყვილი ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალშიც გავიდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა! ვულოცავთ ნანუკას და რატის წყვილს პროექტის გამარჯვებულის სტატუსს!…ნანუკა სტამბოლიშვილი თურქული კინოპროდუქციის აღმოჩენა და წარმატებული ტელესახეა! თურქეთში მას “გურჯუ ნანას ” ” ჩვენი ლამაზი გოგო ” ამგვარად მოიხსენიებენ ! ნანუკა ჩვენი სიამაყე ხარ! კიდევ მრავალჯერ გაგვახარე!


























