დღეს სად გეძებოთ – ჩემო გოდე,ანდა ნიკოლას;
მე,ბიჭობიდან,თქვენზე დევნამ გადამიყოლა….
დღეს მეორმოცე დღეა – ვისთვის…ვისთვის – პირველი;
სული სულს მიჰყვა ცისკენ,როგორც ფრინველს – ფრინველი…
ჩემი ძმის ძმაო,ვინც მოძღვრობდი შეუმოსველად;
ერთ რამედ ღირდა იმისი და შენი მოსმენა…
გამიდაისდით და, საცაა ჩემი დროც ჩავა;
(წუხდნენ იქ ზევით – ,,ოჰ,ეს ღლონტი და ტოტოჩავა…’’)
თქვენ ხართ ამ სოფლის (თუ ქალაქის) მარილი და შნოც;
მუშკეტერულად ეშმაკები უნდა მიდაშნოთ…
თუმც გაგასახლეს,სიკვდილმაც კი ვერ დაგადუმათ;
ბათუმელებად წახვედით და დარჩით ბათუმად…
ვახტანგ ღლონტი
01.03.2024.
(ფოტოზე – ბიძინა,მამა ნიკოლოზი და გოდერძი)





























