მო-თხოვნა ახალ განათლების მინისტრს!!! ბატონო გიორგი, თუ გვინდა, რომ ჯანსაღი, მოაზროვნე თაობა გავზარდოთ და საქართველო გავაძლიეროთ, რასაც ჩამოვთვლი ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იდენტობისთვის, უჭკვიანესი ახალგაზრდები გარბიან, რადგან აქ მომავალს ვერ ხედავენ და სამუდამოდ ვკარგავთ, უკან აღარავინ ბრუნდება, ეს კი დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ✅ შეიტანეთ სკოლებში რელიგიის ისტორია, შთაუნერგეთ ბავშვებს ღვთის სიყვარული, ადამიანების სიყვარული განურჩევლად ეროვნებისა, რასისა და რელიგიისა, ასე იყო მუდამ საქართველოში, პატრიოტიზმი, საკუთარი ქვეყნის და ღირებულებების სიყვარული და ისიც აუხსენით, რომ ათეიზმი არ ნიშნავს ღვთისა და სიწმინდეების შელახვას, მორწმუნეთა დაცინვას. ✅ დააბრუნეთ გოგებაშვილის დედა ენა, ასწავლეთ გაძლიერებულად ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე აზერბაიჯანელებით და სომხებით დასახლებულ რაიონებში, მარნეულელი გამარჯობის იქით ქართულად ვერ ლაპარაკობს, ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ✅ გააძლიერეთ საქართველოს და მსოფლიო ისტორიის შესწავლა. ✅ ასწავლეთ ბავშვებს ქართული კულტურა, ხელოვნება, მუსიკა, ქართული თეატრის და კინოს ისტორია, მისცენ დავალებად ქართული ფილმების, სპექტაკლების თუ მულტფილმების ყურება. ✅ ასწავლეთ ეთიკა, მოქცევის წესები, ზრდილობა, სიკეთის კეთება, უფროსისადმი, ქალისადმი პატივისცემა, ადრე ამას ოჯახში გვასწავლიდნენ, მაგრამ დღეს დედების უმეტესობა ემიგრანტია და ვიღაცამ, ხომ უნდა ასწავლოს. ✅ ასწავლეთ და აუხსენით, რომ ეს უამრავი პირსინგები და ტატუები ცივილური და თანამედროვე, რომ ჰგონიათ, პირიქით გამოქვაბულის, აფრიკული და ისლამური გადმონაშთია და არანაირი შეხება არ აქვს ევროპასთან და ცივილიზაციასთან და თუ მაინც მოუნდებათ არჩევანი მათზეა. ✅ გააძლიერეთ ანატომიის სწავლება, დაატრენინგეთ პედაგოგები ასწავლონ, ისაუბრონ ფსიქოლოგებმა აკადემიურ დონეზე სექსზე, ოჯახზე, სიყვარულზე, წესიერებაზე, ნაყოფიერებაზე, აუხსნან,რომ სანამ ლგბტ დროშების ფრიალს დაიწყებდნენ, ეს ხალხი ისედაც ცხოვრობდა აქ და არავინ არ ერჩოდა, ჩვენი საზოგადოების ნაწილნი იყვნენ ყოველთვის და საერთოდ ქართული ღირებულებები ევროპულზე, რუსულზე თუ ამერიკულზე ბევრად მაღლა დგას. ❤️❤️❤️




























