ცნობილი იმერული იუმორი კარგად სჩანს კუთხურ დიალექტშიც. გთავაზობთ იმერულ სიტყვებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ, მაგრამ აუცილებლად გაგახალისებთ.
იმერულიდიალექტი
- ამოიდუგა, ამოითაქა – როცა ვინმეს განადგურებას უსურვებენ.
- ატრუებული – შარზე მყოფი ადამიანი.
- ამაწიკიე – ამაწევიე.
- აბოჭე – აკრიფე.
- უყლუწუნებს – სვამს.
- ბონძღი – სასაცილო.
- ბურჭალობს – თამაშობს.
- გაპიპინებული – პირთამდე სავსე.
- გამობლუწუნებული – მთვრალი.
- გადაიგლიჯინა – გადაირბინა.
- გადუდღნული – გაჭუჭყიანებული.
- გამოვსისტიკინდი – ბევრი ვჭამე.
- გაითხლიშა – ბევრი დალია.
- გადასკვინტილებული – ხელფეხ გადაჯვარედინებული.
- გააცუცურაკა – მოატყუა.
- გაბღენძილი – მედიდური.
- გადაცხინკილება – დაცემინება/ლუკმის გადაცდენა.
- გადავიხლიწინე – ჩქარა გადავირბინე.
- გასკვანჩული – შეკრული/გაკრული.
- გამოსკვანჩული – საგულდაგულოდ გაპრანჭული.
- გაიძუძგა, მოძუძგე – გაიპარა, აბა გამასწარი.
- გავისესე – დავნაყრდი.
- გამოიშვინტილებს – გამოიფხიზლებს.
- დაკვინტრიშებს – დახტის.
- დაკუნტული – წელში მოხრილი.
- დაფსხლიკული – დაბალი, პატარა.
- დაიყანთრება – აქეთ იქეთ დადის.
- დაუქიქინა – ნიავმა დაუბერა.
- დავეძნეყვე – დავეცი.
- დაბაჩუნობს – რბილად დადის.
- დაპიწკინებული – კარგად შემწვარი.
- დაკვარკვალიტებული – დაგრეხილი.
- დაფოთიალობს – ეძებს.
- დაიჯღვარკება – უშნოდ დადის.
- დაიპარჭყება, დაიკვანწება – ზედმეტად გაპრანჭულად დადის.
- დაგჟვერავ – გცემ.
- დაიღვრიჭინა – დაიბანა.
- თაქი – ჩხუბი.
- ზმურტლიანი – ბინძური, ჭუჭყიანი.
- მოკვარახჭინება – საქმის მოგვარება.
- თხლეშა – ძლიერი წვიმა.
- კვახი – გოგრა.
- ლაქი-ლუქა – ტყუილებით, ამაოდ მოლაპარე.
- მოყირჭებული – ყელში ამოსული.
- რავა – როგორ.
- სირისტიანი – ნესტიანი, ან და ხშირად მოავადე ადამიანი.
- ქენქერა – დაბნეული.
- კინკილა – ერთი ცალი, ერთი, მარტოსული.
- პელენწუკა – უგემოვნო ადამიანი.
- ჩეიკუნცხე – ჩაიცუცქე.
- დაქექილი – მოხერხებული ადამიანი.
- წიწკვი – გამხდარი.
- უტიე – აცადე, გზა უთმე.
- საცხა – სადღაც.
- რაცხა – რაღაც
***




























