Ხმა შენი სიმღერებისა…
Ცხენივით გამიჭენდება,
ფიქრი და ნატვრა მთებისა,
Ხევს და ალაზანს ხმა გასდევს,
Ლექსთ შენი სიმღერებისა.
Ღიმილს ვარსკვლავებს ვადარებ,
Პატარძლად დამსხდართ ცაზედა,
Გარმონის სევდას ნაამბობს,
Ამბავს ბერდედის ხმაზედა.
Თუ დარდი შემომეყრება,
Ბილიკთ გავყვები მთებისა,
Ცაში ქარივით ზუზუნებს,
Ხმა შენი სიმღერებისა.
/09/29/2023/
Გ რამაზაშვილი.
Გიორგი რამაზაშვილი
ლელა თათარაიძე





























