ერეკლე ბადურაშვილის ფილმის/
ხ ი დ ი / პრემიერა
2023 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში შედგება კინოსტუდია ქართული ფილმისა და თურქული კომპანია „AISI“ ფილმის პირველი ქართულ-თურქული კოპროდუქციის, ერეკლე ბადურაშვილის ფილმის-ხიდი- პრემიერა.
სამწუხაროდ რეჟისორის – ერეკლე ბადურაშვილი და ოპერატორის – თამაზ გოგინაშვილის გარდაცვალების გამო, დაგვიანდა ფილმწარმოების დასრულება. ბევრი პრობლემის მიუხედავად ფილმი მზადაა საპრემიეროდ.
ფილმი ეფუძნება ნამდვილ ამბავს, რომელიც ცნობილმა ქართული წარმოშობის თურქმა ექიმმა, ისმედ დინდერ- მიქელაძემ, მოგვითხრო და შთააგონა რეჟისორი, ფილმად ექცია .
ფილმში ქართული და თურქული კინოს ვარსკვლავები და ცნობადი სახეები მონაწილეობენ:
ნინი ბადურაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, დავით როინიშვილი, ქრისტინე იმედაძე, დავით ხახიძე, სოსო ლაღიძე, ჯანო იზორია…
თურქული მხრიდან კი,
ემრე კიზილიმარკი, ელიფ ბაისალ, ქართული წარმოშობის თურქი მილიარდერი, მეცენატი- ისმედ აჯარი (ვაჭარაძე) და თვით იდეის ავტორი, ასევე ქართული წარმოშობის ცნობილი თურქი ექიმი, ისმედ დინდერ (მიქელაძე).
ფილმის რეჟისორი/ ერეკლე ბადურაშვილი
დამდგმელი ოპერატორი/ თამაზ გოგინაშვილი
სცენარის ავტორი/ ოთარ პერტახია
პროდიუსერები/ გიორგი თავართქილაძე
ერდალ ქუჩუკი
ონდერ ილმაზი
კომპოზიტორი / დავით ევგენიძე
მხატვრები/ გოგი ტატიშვილი
საპროდიუსერო კომპანია
სს ქართული ფილმი/საქართველო
AISI /თურქეთი
ფილმი დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრისა და აჭარის კულტურის, სპორტისა და ახაგაზრდობის სამინიტროს მიერ.
პრემიერა გაიმართება სტამბულის კინოთეატრ
biletinial torun center sinemalari
2023 წლის 13 ოქტომბერს 20 საათზე.
წყარო: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0R3JJtMcx6YdHQDY1DtivtMqmKs7z9nNUvS1C8M9GKNxxGQ1eCzodGZM6u1CsjZ3Hl&id=100063637685763&mibextid=Nif5oz
























