Kakha Kvashikava:
სოხუმში სულ რამდენიმე წიგნი მქონდა აფხაზი მწერლებისა:
დირმიტ გულიას ლექსთა კრებული, ივან პაპასკირის “ქალის ღირსება” (რუსულ ენაზე) და ალექსი გოგუას ეს პროზაული კრებული.
ამათგან მხოლოდ ივანე პაპასკირის რომანის კითხვა დავიწყე, მაგრამ, მახსოვს, რომ არ დამისრულებია.
ამასწინათ ბუკინისტებთან წავაწყდი ალექსი გოგუას ამ კრებულს, მე რომ სოხუმში დავტოვე, და შევიძინე. თითქოს, ჩემს ბიბლიოთეკას ვიბრუნებდი, თუ მე ვბრუნდებოდი იმ სახლში, რომელშიც ეს ბიბლიოთეკა ინახებოდა, სადაც ეს წიგნიც იდო თაროზე.
ერთსა და იმავე წიგნში ორჯერ გადავიხადე უკვე ფული 36 წლის დაშორებით.
დღეს დავიწყე კითხვა. ემოციები მომაწვა.
თუმცა, ისიც გავიფიქრე: თავად მხცოვან მწერალს (92 წლისაა ახლა) თუ აქვს შენახული მისი თხზულებების ქართული თარგმანები? თუ იხსენებს ქართველებს, უსმენს მისი პროზის მშვენიერ ქართულ ჟღერადობას…
მე კი ამ წიგნით აფხაზეთში ჩავედი.

























