GÜRCÌSTAN DIŞÌŞLER BAKANLIĞINDAN DÌASPORA GÜRCÜLERÌNE DESTEK
Gürcistan Dışişleri Bakanlığı tarafından ilan edilen, Diaspora Gürcüleri kültürel aktiviteleri 2025 destek programı Gürcüce ve Türkçe olarak tam metni www gurcuhaber.com da!
გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის,
🇬🇪 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს – „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”.
საგრანტო პროგრამის მიზანი:
➡️დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ჩაერთონ საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაძლიერების საქმეში.
❗️მიმდინარე წლის საგრანტო პროექტების პრიორიტეტული მიმართულებებია:
მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა;
ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა;
ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;
ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქართული წარმოების პოპულარიზაცია;
დიასპორული მედიასაშუალებების გაძლიერება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მიზნით;++
სპორტული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება საზღვარგარეთ მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და თანამემამულეთა შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით;
✅ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის განმავლობაში ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქემ
ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.
📧 განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე – [email protected]
🏆 გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
➡️„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა – დანართები.
პროგრამის აღწერა;
განაცხადის ფორმა;
ხარჯთაღრიცხვის ფორმა.
საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:#
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე.
მობ.: +995 592 804655
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი.
მობ.: +995 595 96 40 00.

HIBE PROGRAM CEVRİSİ
Gürcistan Dışişleri Bakanlığı, 2025 yılı “Diaspora Girişimlerine Destek” hibe yarışmasını duyurdu.
Hibe programının amacı:
Gürcistan’ın devlet çıkarlarının yurt dışında tanıtılması ve Gürcistan’ın uluslararası imajının güçlendirilmesi sürecinde diaspora temsilcilerinin katılımını desteklemek ve kolaylaştırmak.
Bu yılki hibe projelerinin öncelikli alanları şunlardır:
Ergenlik çağındaki gençler ve genç nesil arasında Gürcistan hakkında farkındalık yaratmak;
Ev sahibi ülkelerle kültürel ve ekonomik bağların derinleştirilmesinin teşvik edilmesi;
Ülkenin dış politika hedeflerini destekleyen tedbirlerin uygulanması;
Ülkenin ekonomik potansiyelinin ve Gürcistan üretiminin teşvik edilmesi;
Yurt dışında yaşayan vatandaşlarımızın anavatanlarıyla bağlarını sürdürebilmelerine yardımcı olmak amacıyla diaspora medya kuruluşlarının güçlendirilmesi;
Yurt dışında yaşayan diaspora üyeleri arasında sağlıklı bir yaşam tarzını teşvik etmek ve yurttaşlar arasındaki ilişkileri güçlendirmek için spor ve diğer faaliyetleri yürütmek;
✅Kimler katılabilir?
En az son 1 yıldır yurt dışında ikamet eden ve ikamet ettiği ülkede en az sonraki 1 yıl boyunca ikamet etme hakkına sahip olan Gürcistan vatandaşı, bireysel olarak veya Gürcistan’da ikamet eden bir Gürcistan vatandaşıyla birlikte
Başvurular 31 Ağustos 2025 tarihine kadar yalnızca elektronik olarak şu adresten kabul edilecektir: [email protected]
🏆 Kazananlar, Dışişleri Bakanlığı, Gürcistan Cumhurbaşkanlığı İdaresi, Gürcistan Parlamentosu Diaspora ve Kafkasya Meseleleri Komitesi temsilcilerinden oluşan bir komisyon tarafından düzenlenecek bir yarışmayla seçilecektir. Gürcistan Eğitim, Bilim ve Gençlik Bakanlığı ile Gürcistan Kültür Bakanlığı temsilcileri.
➡️”Diaspora Girişimlerini Destekleme” Programı – Ekler.
Program Açıklaması;
Başvuru Formu;
Maliyet Tahmini Formu.
Hibe Programı İrtibat Kişileri:
Tamar Kobakhidze, Dışişleri Bakanlığı Konsolosluk ve Diaspora İşleri Dairesi, Diaspora İlişkileri Bölümü Birinci Sekreteri.
Cep Telefonu: +995 592 804655
Dışişleri Bakanlığı Konsolosluk ve Diaspora İşleri Daire Başkanlığı Diaspora İlişkileri Bölüm Başkanı Mariam Mamestsarashvili.
Cep: +995 595 96 40 00.



























