გენრიეტა ქუთათელაძე
სიტყვა მკურნალია
ეს აქსიომაა და ყველა დამეთანხმება, ვისი ენაც გულის სისავსებრ მეტყველებს, ვინც კეთილ სიტყვებს არ იშურებს მოყვასისათვის. დიახ, თქვენ მყავხართ მხედველობაში ჩემო ძვირფასო ფეისმეგობრებო, მაინც რამდენი ყოფილხართ კეთილმოსურნე და ტკბილმობარი, როგორ მამხნევებდით დღემდე ივლისიდან მოყოლებული… სწორედ თქვენმა თანადგომამ გამაძლიერა, ასე თუ ისე, გადავლახე განსაცდელი-ფიზიკური ტკივილების სახით თავს რომ დამატყდა და დღეს დავუბრუნდი ამ ფეის სივრცეს. თქვენს ყველა კომენტარს და გამოხმაურებას ვნახავ და მადლიერი შეგეხმიანებით.
ახლა კი დაგლოცავთ და გულითად სურვილებს გიგზავნით- მზე თქვენს სავალ ბილიკებზე!
































