( Gürcistan 1918 de bağımsızlık ilan etti! 21 Şubat 1921 de Bağımsız Gürcistan Kurucu Meclisinde, Gürcistan Cumhuriyeti Anayasası kabul edildi! 100 yıl önce kabul edilen o Anayasa bugün Gürcistan Anayasasının esin kaynağı olarak görülmekte ve ”21 Şubat Anayasa Günü” olarak kutlanmaktadır. GH )
საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა

1918 წლის 26 მაისს შედგენილი დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოაცხადებიდან სამი წლის შემდეგ 1921 წლის 21 თებერვალს, დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
ქვეყნის კონსტიტუციის დაბეჭდვა ქალაქ ბათუმში მოხერხდა სათაურით:
„საქართველოს კონსტიტუცია მიღებული საქართველოს დამფუძნებლი კრების მიერ 1921 წლის, თებერვლის 21“.
გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას საბჭოთა რუსეთის თავდასხმის გამო კონსტიტუციის მიღება ომის ქარცეცხლში მოუწია, საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ 24 თებერვალს ღამით დატოვა დედაქალაქი. ისინი ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, ხოლო შემდეგ 17 მარტამდე ბათუმში დარჩნენ.
1921 წლის კონსტიტუცია, სახელმწიფოს ძირითადი კანონი, ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო იმ დროინდელ ევროპის კონტინეტზე.

აღნიშნული კონსტიტუციის მიხედვით საქართველო გამოცხადებული იყო განუყოფელ, ერთიან, თავისუფალ სახელმწიფოდ, სცნობდა ადამიანის უზენაეს უფლებებს, პიროვნების ხელშეუხებლობას, კრძალავდა სიკვდილით დასჯას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხ დღეს იარსება, მაინც უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.
მასალა მოამზადა : ნათია ჯიმშელეიშვილმა


































