ავტორები რ. თოფჩიშვილი, ნ. ჯალაბაძე, ლ. ჯანიაშვილი, გ. ბაგრატიონი, გ. გაგოშიძე, გ. გოგოჭური. გ. ავთანდილაშვილი (რ. თოფჩიშვილისა და ნ. ჯალაბაძის რედაქციით). წიგნი თარგმნა და დაბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, რისთვისაც ძალიან მადლობლები ვართ აკადემიის პრეზიდენტის ბატონ ოთარ კვესიტაძის. „თრუსო – ისტორიული და ეთნოკულტურული პრობლემები“ დაიწერა შოთა რუსთველის ფონდის დაფინანსებით. ამავე ფონდის დაფინანსებით დაიბეჭდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი რუსულ ენაზე დაბეჭდვა, რადგან მავანთ თრუსოზე და მთლიანად ყაზბეგის რაიონზე ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნიათ.
































