3 MART GÜRCİSTAN’DA ANNELER GÜNÜ OLARAK KUTLANIYO!
Haber Merkezi: Sovyet sonrası yeni Gürcistan’da 3 Mar günü ”Anneler Günü” / Dedis Dğe (დედის დღე) olarak ilk Cumhurbaşkanı Zviad Gamzahurdia zamanında kutlanmaya başladı, kısa sürede yaygınlaştı ve artık Türkiye’deki Gürcü derneklerde Gürcistan vatandaş anneler öncülüğünde kutlanmaya devem ediyor.
En son ‘salgın’ öncesi 2019 – 3 Mart’in da Gürcü Kültür Merkezi tarafından, üye ve dostlarının katıldığı Dedis Dğe /Anneler Günü etkinliği üzerinden Covid-19 nedeni ile kaybettiğimiz Ayşe Akköy Yüksel ablamızı da anmak,bütün annelerimizin Anneler Gününü /Dedis Dğe/ kutluyoruz.

გილოცავთ 3 მარტს, დედის დღეს, მშვიდობას გისურვებთ ყველას!
დღეს 3 მარტს , ქართული კულტურის ცენტრის ასოციაციამ სტამბოლში , დედის დღე აღნიშნა . ჩვენს სამშობლოში ეს დღე , სამი ათეული წელია აღინიშნება . საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტმა დაადგინა , ყოფილიყო 3 მარტი დედათა დღე. კარგი წამოწყება , მომავალშიც მოწონებულ იქნა და დღეს უკვე დედის დღე ოფიციალური დღესასწაულია.
დედის დღის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოდან ჩამოსულმა ახალმა მიგრანტებმა , თურქეთშიც დაამკვიდრეს .

დღეს , ქართული კულტურის ცენტრში, სტამბოლში დედის დღეს ერთობლივად შეხვდნენ როგორც ჩვენებურები , ადგილობრივი ქართველები, ასევე საქართველოდან ჩამოსული ახალი მიგრანტები. შეკრებას 40 ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა , ატმოსფერო იყო ძალზედ თბილი და მეგობრული. აღსანიშნავია ისიც , რომ დედის დღის ღონისძიებას ეწვია , ყველაზე უხუცესი და ყველასათვის უსაყვარლესი დედა , ქალბატონი აიშე ( aksöy) წარმოშობით სინოპელი ქართველი.
სამაგალითო დედა და ყველა ჩვენთაგანისთვის საყვარელი , უზადო მასპინძელი.
ქალბატონი აიშე ჩვენებურ ქართველებში განთქმულია , მისი საოცარი მასპინძლობითა და დიასახლისის თვისებებით . ალბათ არ არსებობს დელეგაცია , ან კიდევ ჩვენებურების სტუმარი საქართველოდან , მათ ოჯახში რომ არ იყოს სტუმრად ნამყოფი და არ დაეგემოვნებიოს , უგემრიელესი ქართული კერძები.
კეთილი ტრადიციების სიძლიერე , ეს არის კულტურა , რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა . აი სწორედ აიშე ანეს მაგვარი ქალბატონების და დედების დამსახურებაა , რომ გადარჩა საქართველო და ცოცხლობენ კეთილშობილი ტრადიციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დედა ენის მასწავლებლები , დედა ენის პირველი მასწავლებელი სტამბოლში, ქალბატონი მანანა გურგენიძე , ასევე დედა ენის მასწავლებელი ქალბატონი მერი დიასამიძე .
ქალბატონებმა ისაუბრეს დედის დღის დამკვიდრების ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე.
ქალბატონ მანანას სთხოვეს წაეკითხა ლექსი, რომელიც იტალიაში მყოფმა ქართველმა პოეტმა, ჩვენებურების დიდმა მეგობარმა , გიორგი რამაზაშვილმა, მანანა მასწავლებელს მიუძღვნა დედის დღის აღსანიშნავად.
საღამოს ამშვენებდნენ ახალგაზრდა ქართველი მიგრანტები, საქართველოდან , ისინი ასევე მოღვაწეობენ თურქეთში და მუშაობენ საკუთარი პროფესიით.
ქართველი დედების გასახარად უნდა ითქვას ეს ყველაფერი , რადგან საზოგადოებისთვის შემდგარი და წარმატებული შვილი დედისთვის შეუფასებელი საჩუქარია .































