Makvale Kharebava: 20-24 აპრილს იზმირის ქემალფაშას მერიამ, სადაც ჩვენი ქართული დიასპორაა, უმასპინძლა ტრადიციულ ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსულ ექვსი ქვეყნის და მათ შორის, საქართველოს ცეკვის ანსამბლს ახმეტიდან „ ბახტრიონი“. ბავშვები ქართულ ოჯახებში ცხოვრობდნენ და თარჯიმანიც არ დასჭირვებიათ ( ქემალფაშას მუნიციპალიტეტში უკვე ორი წელია ფუნქციონირებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომელიც ანკარაში საქართველოს საელჩოსა და იზმირში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით გაიხსნა. პედაგოგი ქეთევან გობეჩია Ketevan Gobechia ).
23 აპრილს ქართული ჯგუფი ეწვია იზმირთან ახლოს ქალაქ სელჩუქში მდებარე „ ღვთისმშობელი მარიამის სავანეს“. შემდეგ კი გაიშალა ქართული სუფრა და სიმღერებით და ცეკვით გაახალისეს იქაურობა. ასეთ წმინდა ადგილას აღვნიშნეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ამ ექსკურსიის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ ჩვენი ემიგრანტებისათვის ცნობილი ქალბატონი მიმოზა შენგელია- შანალი. რისთვისაც დიდი მადლობა მას! <3.
მადლობა ამ ფესტივალის ორგანიზატორებს : ქემალფაშას მერს ბატონ რიდვან ქარაქაიას Rıdvan Karakaya, საქართველო-თურქეთის მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარეს ილქერ პაპუაშვილს İlker Yıldız Papuashvili , თანათავმჯდომარეს აიჰან გოქდემირს Ayhan Gökdemir, მარტვილის ყოფილ მერს, ამჟამინდელ დეპუტატს ალექსანდრე ხურცილავას Aleksandre Khurtsilava, ანსამბლის ხელმძღვანელს და ფესტივალის ორგანიზატორს ბატონ ბადრი გვილავას Badri Gvılava, ჩვენს მოცეკვავე ბავშვებს და მათ მშობლებს, ასეთი შორი გზა რომ გამოიარეს, რათა აქ ქართული სული დაეტრიალებინათ, დაბოლოს, დიდი მადლობა ქემალფაშას მაცხოვრებლებს, რომელთაც ასე თბილად ჩაიხუტეს საქართველოდან ჩამოსული ბავშვები!

























