ლეილა ყიფიანი
მონიკა ბელუჩიც ლამაზია, ანჯელინა ჯოლიც, აიშვარია რაიც, მაგრამ ჩვენი ლეილა ყიფიანი ყველაზე ლამაზია!
ბავშვობაში ბევრი მსმენია ამა თუ იმ ადამიანებისგან ლეილა ყიფიანის სილამაზეზე.
ლეილა ყიფიანი არცთუ ისე ბევრ ფილმშია გადაღებული, მაგრამ ყველაზე მეტად მე მისი განსახიერებული „ხატია“ დამამახსოვრდა, ლანა ღოღობერიძის ფილმში „მე ვხედავ მზეს“. ნოდარ დუმბაძეს მეგობრებისთვის უთქვამს: „ეს ჩემი ხატია არისო“.
მართლაც განუმეორებელია ლეილა ყიფიანი თავისი სილამაზით, იგი დღესაც დასჯაბნის ჰოლივუდის და ბოლივუდის ლამაზმანებს, ასეთი სილამაზე მარადიულია, ლეილა ყიფიანი უჭკნობი ყვავილია!
***
პატივისცემით – ოთარ რურუა
























