2022 წლის 04 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ შუშანა ფუტკარაძის საიუბილეო საღამო.

Sevgili Şuşana Putkaradze için yarın Batum’da düzenlenecek 80 yaş günü kutlamasına katılamayacağım için üzgünüm. Kendisini sağlık ve uzun bir yaşam diliyorum. www.gurcuhaber.com & İstanbul Gürcü Kültür Merkezi Derneği ve Türkiyeli Gürcüler adına bize kattıkları için kendisine teşekkür ediyorum.
Fehmi Uzal Ustiaşvili
Anzor Bolqvadze : 2022 წლის 04 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ შუშანა ფუტკარაძის საიუბილეო საღამო.
ღრმა პატივისცემით ვულოცავ ჩვენს დიდებულ ქალბატონს. ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებ!
მისი ცხოვრება და შემოქმედება საამაყოა სრულიად საქართველოსათვის, აჭარის რეგიონის მოსახლეობისათვის კი უფრო მეტად, რადგანაც მან თავისი შემოქმედებით გვაჩვენა ისტორიული ბედუკუღმართობით სამშობლო წართმეული ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა.
ქალბატონმა შუშანამ თავისი , ვრცელი მონოგრაფიებით :,, ჩვენებურების ქართულით” და ,, სტამბოლის ქართული სავანე”” დაგვანახა რაოდენ ძლიერია ჩვენი გენი და ფესვები უცხო მიწაზეც, ოთხი საუკუნის შემდეგ როგორ უფრთხილდებიან და ამაყობენ ჩვენებურები თავიანთი ქართველობით და წინაპრებით, როგორ ცდილობენ ქართველობის შენარჩუნებას… სიტყვა ,, ქართველი” და,, საქართველო ” აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე ცრემლების გარეშე როგორ არ წარმოითქმება..
აღსანიშნავია ტაო კლარჯეთის დიალექტების თუ მუჰაჯირ ქართველთა მეტყველების თავისებურებების გადმოცემა ფაქიზად და ამომწურავად.
სრულიად დამსახურებულად მიენიჭა ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ხარისხი..
კიდე ერთხელ ვულოცავ ღირსეულ ქართველს იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.


































