



ახალი წელიწადი ყოველთვის იწვევს დადებით ემოციებს .
ამას ძველი წელიწადის დასასრული და ახლის დაწყების მოლოდინით გამოწვეული სიხარული განაპირობებს …
ახალი წელი , ეს არ არის მხოლოდ ცვლილება კალენდარზე .
ახალი წელი ჩვენს გულებში სიახლის დაბადებას ნიშნავს .
ახალი წელი მოლოდინია , სიხარულია , საწყისია.
წლევანდელი 2020 წელი კი , განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია , რადგან წელს ჩვენ გადავინაცვლებთ , არა მხოლოდ ახალ წელიწადში , არამედ ახალ ათეულში .
ახალი წლის მოლოდინში ბავშვები ღამეებს ათენებენ , სიხარულით ელოდებიან 12 საათის დადგომას …
დიდებიც ღამეებს ათენებენ , თუმცა მათი მისია განსხვავებულია ,
მაქსიმალური მზადება ახალი წლისათვის .
ფუტკრებივით ფუსფუსებენ ქალბატონები სამზარეულოებში …
მამაკაცები გარბიან საყიდლებზე…
ბავშვები კი საახალწლო საჩუქრების სიას წერენ …
ჩამოკრავს ტკბილი ზარი, 12 საათი… გილოცავთ შეძახილები …
და ეს მეორდება დაუსრულებლად … დაე მუდამ განმეორებულიყოს…
გილოცავთ ახალ წელიწადს , გისურვებთ წარმატებულ , განახლებულ წელიწადს !
განახლებული პროექტებით , სიყვარულით , სიხარულით , მოთმინებით, ერთმანეთის გატანის სურვილით , მომავლის იმედით , განათებული ბილიკებით მომავლისაკენ !
იმედიან ახალ 2020 წელს გისურვებთ , შემდგარი 10 წლეულის დადგომას გისურვებთ !
მრავალჟამიერ საქართველო , მრავალჟამიერ სამყაროვ!…



























