მაია მჭედლიძე უზალ

დღეს ისრაელს , მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თითქმის 50 ქვეყნის სახელმწიფო ლიდერი და მთავრობათა წარმომადგენლები ეწვევიან. ისინი გაიხსენებენ და პატივს მიაგებენ 75 წლის წინათ ფაშისტური გერმანიის აუშვიც-ბირკენაუს ბანაკში განადგურებულ ტყვეებს და ტყვეთა იმ ნაწილს , რომელიც ფაშისტებს გადაურჩა .
იერუსალიმის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით , ეს არის ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ღონისძიება , ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ (1948 )
ჰოლოკოსტის წლევანდელ ფორუმზე , გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი შტაინმაიერი იქნება სწორედ პირველი სახემწიფო პირი გერმანიიდან , რომელიც იოდ ვასემის მემორიალზე ისაუბრებს.

აუშვიც – ბირკენაუს ბანაკი მთელს მსოფლიოში ჰოლოკოსტის სიმბოლოდ ითვლება .

ცნობილია , რომ ამ კონკრეტულ ბანაკში ნაცისტებმა მილიონ ადამიანზე მეტი მოკლეს , ხოლო 1945 წლის 27 იანვარს , როცა წითელი არმიის ჯარისკაცებმა ბანაკი აიღეს და ტყვეები გაათავისუფლეს , კვლავ იპოვეს 7000 გადარჩენილი ტყვე . მათი უმეტესობა მოკლე დროში შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებების შედეგად გარდაიცვალა .



























