თბილისის მერიის ახალი სატარიფო პოლიტიკა ძალიან კარგია:
Kakha Kvashilava: რადგან 1 ბარათით შესაძლებელია მთელმა ოჯახმა მთელი კვირის, თვის და წლის მანძილზე ულიმიტოდ იმგზავროს. ანუ, მგზავრობა გაცილებით იაფი გამოდის.
თუ მხოლოდ 1 ტრანსპორტით ვსარგებლობთ სახლიდან სამსახურამდე, დღეში მინიმუმ (50 თეთრიანი ტარიფით თუ ვმგზავრობთ) 1 ლარს ვხარჯავთ. წელიწადში ეს 365 ლარია. თუ მხოლოდ სამსახურის დღეებს ვიანგარიშებთ – წელიწადში 264 – სამსახურში წასვლა-მოსვლაზე გაწეული ხარჯი მაინც მეტია წლიურ 250-ზე. ეს მხოლოდ სამსახურისათვის!!!
მაგრამ:
გეთანხმებით, რომ ამ ვითარებაშიც კი, ერთჯერადად 250 ლარის გადახდა მაშინ, როცა 100 ლარიან ნივთსაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი განვადებით ყიდულობს, ძნელია.
ასევე, მაგრამ:
არიან ადამიანები, რომლებიც ბევრს არ მგზავრობენ. შესაბამისად, თეორიულად, ბარათში გადახდილი თანხის დაკარგვის წინაშე დგანან. ეს კი ამჟამინდელი რთული ეკონომიკური პირობების მდგომარეობაში, კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.
ამიტომ:
სჯობდა, რომ დადგენილიყო გარდამავალი პერიოდი, მაგალითად, 3 წელი, შენარჩუნებულიყო ძველი ტარიფი და, ამასთანავე, ამუშავებულიყო ეს საბარათო სისტემაც.
თანდათანობით, ყველა მარტივად გადაეწყობოდა ამ რეჟიმზე.





























