მოწყენილ დღეებს ენძელების ფერებით ვივსებ,
არ ყოფილიყო გაზაფხული – რა მომარჩენდა?!..
ღრმა ბავშობიდან ტკივილები მომყვება ისევ,
ალბათ ესაა ცრემლები რომ ასე დამჩემდა…
***
რა სიხარულიც გავიარე -გავაზიარე,
არვის ვაჩვენე – როგორა ვარ ყოფით ნაცემი,
სახეს ღიმილი მოვახდინე ბედნაზიანებს,
სული კბილებით მიჭირავს, თუმც – არ ვარ დამცემი!!!
***
/ Keti Ateneli 04.02.2022. GERMANY /





















