ჩემი შინ მოუსვლელი ბიძები- ხალილ და ალი ლომაძეები
ვაჟკაცებისთვის, რომლებიც ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ , დიდი ხანია შეწყდა დრო-ჟამის დინება, ისინი მარადისობაში გადავიდნენ. მარადიდის მამა-პაპური სისხლით მორწყულ მიწას სამუდამოდ დააჩნდა ორი ნატყვიანი, მოუშუშებელი ჭრილობა. ხალილი და ალი, ეს ის სახელებია, რომელიც საუკუნოდ შემორჩება მარადიდს, და არა მხოლოდ. ხალილი სრულიად ახალგაზრდა ასაკში დაეუფლა სამხედრო ხელოვნებას და საკმაოდ წარმატებულიც იყო, ამაზე მისი სტატუსიც კი მოწმობს , ის კაპიტანი გახლდათ არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში. მან 1944 წელს წარმატებით დაასრულა ისეთი აკადემია, როგორიცაა – ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია,(რაც ერთეულებს შეუძლიათ) 1945 წლის თებერვლიდან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე ბატონი ხალილი, მაიორი, იბრძვის და მაისში პოდპოლკოვნიკის წოდებასაც იღებს, მას პოლკის უფროსად ყოფნა აღარ დასცალდა , ის საბრძოლო დავალების შესრულებისას დაირუპა და ქალაქ ვენაში განისვენებს.
4 წლით უმცროსი იყო თავის სახელოვან ძმაზე ალი, მან ბათუმის პედსასწავლებელი დაამთავრა , როგორც კი ომი დაიწყო მიმართა სამედრო კომისარიტს და ფრონტზე გაშვება მოითხოვა. ექვსთვიანი კურსების დამთავრების შემდეგ კი საბრძოლველად წავიდა, არაერთხელ ჩადგომია ასეულთა ჯგუფს ხელმძღვანელად და წინა ხაზზეც იბრძოდა და თავისი ხანმოკლე სიცოცხლეც ბრძოლის ველზე – მტრის პირისპირ იერიშისას დაასრულა. ისინი გმირები არიან და მათი სოფელი – მარადიდი, მათი საგვარეულო, ნათესავები და არა მხოლოდ ისინი ამაყობენ ასეთი სახელოვანი ვაჟკაცების არსებობით. ამ სახელოვან გმირებთან ერთადა არაერთი თანასოფლელი იბრძოდა , ამ სოფელმა 33 ღია ჭრილობა ამჩნევია მარადიდის მიწას.
ახსოვთ მარადიდელებს შინმოუსვლელი გმირები და მუდამივად ემახსოვრებათ.




















