დღეს ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს საპატიო სტუმრები , ზაზაძეების ისტორიული საგვარეულოს წარმომადგენლები, ქალბატონი ნატალია ზაზაძე და მისი ვაჟი ალექსანდრე ეწვივნენ.
დიდია ზაზაძეების დამსახურება სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის ბიბლიოთეკისა და არქივის დაცვასა და შენარჩუნებაში.
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარები, პროფესორ შუშანა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, წლებია იკვლევენ სავანეს. უკვე გამოცემულია ამ მასალების ორი ტომი.
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი • Niko Berdzenishvili Institute































