❤️
ვერ ჩაგივლიდი გვერდით თავდახრით,
შენი თვალები რომ არ მენახა,
ეგ კიარა და სხვებში ჩასახლდი,
სხვებს ვაჩერდები, თითქოს შენახარ.
გადაგამრავლე ასე ყველაში
და სამყაროზეც შენ მიგახატე,
სულ მომლოდინე ბედისწერაში,
ასაკი წლებით ბევრი გავხადე.
გელოდი, თითქოს არც კი გელოდი,
ან რა ჰქვიოდა ამ უცხო განცდას,
ჩემს სიმარტოვეს ვეღარ ვშველოდი,
აღარც მშვენოდა დიდი ხნით დაცდა.
ჰოდა, შემოგხვდი ბედისწერაში,
ჩვენს შეხვედრას რომ ჭერად ახურავს
და ორივენი ისე ვღელავდით,
ენას ვსწავლობდით ისევ ბალღურად.
ვერ ჩაგივლიდი გვერდით თავდახრით,
შენი თვალები რომ არ მენახა,
ეგ კიარა და, სხვებში გსახავდი,
სხვებს ვაჩერებდი, თითქოს შენახარ.
ნათია ჯიმშელეიშვილი ლექსები





















