სამშობლოვ ერთო
ჩემო სახატევ,
ისევ დაგხატე,
სულში აგიგე
წმინდა ტაძარი,
მუზის საუნჯეს
ვესტუმრე ისევ
და შენს სამზეოდ
უკვე დავძარი.
ჩემო ხატებავ,
ხარ ქანდაკება-
მოსაუბრე და
მფრქვევი სურნელთა..
ერთიანობით,
ძალთა შეკრებით
ვერას დაგვაკლებს
Სიმრავლე მტერთა…
ჩემო სახატევ,
ისევ დაგხატე,
სულში აგიგე
წმინდა ტაძარი,
შენს სადიდებლად
სულ უნდა ვენთო,
ქედმოსახრელო,
სამშობლოვ,ერთო!
ნ.ხარებავა
Nasti Nasti



























