Kakha Kvashilava
ახლახანს გამოიცა სოხუმელი მეცნიერის, ისტორიის დოქტორ David Chitaia -ს მონოგრაფია “ქართულ-აფხაზური პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოს პირველ რესპუბლიკაში” (თბ., 2024, გამომც. “ბარტონი”, 512 გვ.). მონოგრაფიას ახლავს უნიკალურ საარქივო საბუთთა დანართი, რომელიც ავტორმა ჯერ კიდევ აფხაზეთში, ადგილობრივ არქივში, მოიპოვა და რომელთა ნაწილი (თუ სრულად არა), ალბათ უკვე განადგურებულია ან ქართველი მკვლევარებისთვის სრულიად მიუწვდომელი.
წიგნის კონტრტიტულში ვკითხულობთ”
“1918-1921 წლები, თვისობრივად, ახალი ეტაპია სამი ათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციით საქართველომ აღიდგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა. ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო წარმოქმნის დღიდანვე შეუდგა მსოფლიო ფასეულობების ურყევ დაცვას, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების განუხრელ გატარებას რეალურ ცხოვრებაში. „აფხაზეთის საკითხის“ მოწესრიგება იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ პრობლემად ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის და უნდა ითქვას, რომ მაშინ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ ურთულეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო აფხაზეთში შექმნილი კრიზისული სიტუაციის განმუხტვა და აფხაზეთის საკითხის ცივილიზებული გზით გადაჭრა. წინამდებარე ნაშრომის მიზანია ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით აჩვენოს, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ასევე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაშრომი განკუთვნილია ისტორიის, პოლიტოლოგიისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რათა ისინი უფრო ღრმად გაეცნონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართლებრივი მოწყობის საკითხებს. თემა მეტად აქტუალურია და ვფიქრობთ, დააინტერესებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის მკვლევარებს, არამედ მკითხველთა ფართო წრეს”.
წიგნის რედაქტორია პროფესორი ოთარ ჟორდანია.
რეცენზენტები: პროფესორი Zurab Papaskiri , პროფესორი ჯამბულ ანჩაბაძე , ასოცირებული პროფესორი Guram Markhulia



























