Makvala Kharebava
Yunus Emre Seçkin Şiirleri kitabımızı ile ilgili Gürcü TV kanallarına söyleşimi
იუნუს ემრეს პოეზიის რჩეული კრებულის პრეზენტაცია 2021 წლის 30 ნოემბერს თბილისში, ისტორიულ ქარვასლაში. ინტერვიუ ქართულ ტელეარხებთან
საშას, ია ხასაიას, ქევსერ რუჰის და ჩემი ერთობლივი ნამუშევარი წიგნად „იუნუს ემრეს პოეზია” ქართულ-თურქულ ენაზე. ამ წიგნს ვუძღვნით ჩვენი მეგობრის ალექსანდრე ელერდაშვილის ხსოვნას ❤, ვისი იდეაც იყო დიდი თურქი პოეტისა და სუფიური მიმდინარეობის წარმომადგენლის იუნუს ემრეს თარგმნა ქართულ ენაზე.
ცნობისათვის, იუნესკომ 2021 წელი „იუნუს ემრეს წლად“ გამოაცხადა.
იუნესკოს, საზოგადოებებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგების და დაახლოების ხელშესაწყობად წევრი ქვეყნების უნივერსალური მნიშვნელობის მქონე პირები და ისტორიული მოვლენები ხსოვნისა და სადღესასწაულო აღნიშვნების ფარგლებში შეჰყავს. იუნესკომ ამის გამო 2021 წლის ხსოვნისა და სადღესასწაულო აღნიშვნის ფარგლებში იუნუს ემრეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავი მთელს მსოფლიოში „იუნუს ემრეს წლად“ გამოაცხადა. იუნუს ემრეს დაბადების 750 წლისთავიც 1991 წელში იუნესკომ საიუბილეო თარიღებს შორის შეიტანა.
იუნუს ემრე თავისი ლექსებით ადამიანისა და ბუნების სიყვარულს, ტოლერანტობის, ძმობის და მშვიდობის მცნებებს ყველაზე სუფთა თურქულით აღწერდა და ენის, რელიგიის, რასის განურჩევლად მთელს კაცობრიობას ეხმიანებოდა პრინციპით – „შეხედე ერთი თვალით სამოცდათორმეტ ერს“ . უნივერსალურ ადამიანურ ფასეულობებზე აგებული ფილოსოფიით მან თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ჰუმანურ აზროვნებაში, ადამიანები საერთო ფასეულობების გარშემო გააერთიანა და თავისი მსოფლმხედველობით გაუსწრო ეპოქას.
იუნუს ემრეს ლექსები მუდმივად იპყრობდა უცხოელი ხელოვანების ყურადღებას. მის ლექსზე ‘Haktan Gelen Şerbeti’ “Glory Be to God” გრემის მფლობელმა კრისტოფერ ტინმა 2013 წელს დაწერა სიმღერა , რომელიც ამერიკის პრეზიდენტის სინფონიურმა ორკესტრმა და ჯონათან გრიფიტის გუნდმა თურქულ ენაზე ერთობლივად შეასრულა.
ცნობილი თურქი პოეტის, მისტიკოსისა და სუფის იუნუს ემრეს (1238-1328) პოეტური კრებული, პირველი ქართულენოვანი გამოცემა დაიბეჭდა Yunus Emre Enstitüsü – Tbilisi-ს მხარდაჭერით. იუნუს ემრე პირველი იყო, ვინც თურქულად დაიწყო წერა. მანამდე თურქული ლიტერატურული ენა მხოლოდ არაბული ან სპარსული იყო.
გამომცემლობა გამომცემლობა ინტელექტი • Intelekti Publishingთბილისი, 2021
Yunus Emre Şiirleri Gürcüce yayınlandı… Kitap bu projenin fikir babası olan arkadaşım, doğubilimci, çevirmen Alexandre Elerdashvılı’nın anısına ithaf edilmiştir…❤
2021 yılı, Türk dili ve kültürünün en önemli şahsiyetlerinden Yunus Emre’nin vefatının 700. yıl dönümü olması münasebetiyle UNESCO tarafından anma ve kutlama yıl dönümleri arasına alındı.



























