გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფა
ტერმინი გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფა პირველად რეალპოლიტიკის იდეოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გააჟღერა. ამ დაფაზე ფიგურები პირველმა, ქართველმა თეიმურაზ ზაქრაძემ დასვა. ახლა გავაგრძელოთ დანარჩენი.
ჭადრაკის დაფაზე ფიგურები მოძრაობენ, მაგრამ გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე ქვეყნები არ მოძრაობენ. მათ შორის მხოლოდ საქმიანი ქარები დაქრიან და რაც დრო გადის, მათი მოძრაობის სიჩქარე მატულობს. თავიდან ქარს მიჰყვებოდნენ იალქნიანი გემები, ქარს ერიდებოდნენ უდაბნოს ქარავნები. მეცნიერებიც ქარს ელოდებოდნენ, რომ ღრუბლები გაეყარა და ვარსკვლავებს გაყოლოდნენ. მეზღვაურებიც, ვაჭრებიც და მეცნიერებიც ამ მოგზაურობებში ცივილიზაციებს ქმნიდნენ. ცივილიზაციამ გააჩინა კაპიტალი. კაპიტალმა გააჩინა გავლენები. მეფეებმა მოწინააღმდეგის დასაძლევად პაიკების მომზადება დაიწყეს. პაიკებს მხედრები დაჭირდათ, მხედრებს ეტლები მოჰყვა…
გავიდა ხანი. მეფის კუთვნილი ტახტი ლონდონმა ბრექსიტით დაიბრუნა. მეფე დედოფლის გარეშე ვერ იქნება. გადახედა მეფემ გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფას და გაითვალისწინა, რომ დედოფალს ჭადრაკის ენაზე ლაზიერი ჰქვია, ლაზი – ერი!
გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე ლაზი ერი გვერდში მყარად რომ დაიყენოს, მეფეს ჭირდება სხვა ფიგურებიც – კუ, მხედარი, ეტლი და პაიკები. მეფემ კიდევ გადახედა დაფას. კუს ფიგურებისთვის ხაზი ლუბლინის ქვეყნებთან გაავლო. მხედრებად უკრაინა და ნატოს მეორე ქვეყანა თურქეთი გაამწესა. ახლა ეტლებს ეძებს.
არა, მეფე არ შემცდარა ცოდნაში, რომ ყველა იმპერია მხოლოდ ლაზიერთან ერთად იყო წარმატებული. მეფემ იცის, რომ ფარსმან ქველის ქანდაკება ედგათ რომის იმპერატორებს, მოსკოვის იმპერიაც ქართველების შექმნილია და პაკისტანის საზღვართან ახლოს, ქალაქ ყანდაართან გურჯი მეფის საფლავს ყველა აზიელი იცავს დღესაც. და მან ისიც იცის, რომ ყველა იმპერიამ, რომელმაც ლაზ ერს წყენა ჩამოუგდო, ყველა დაიშალა.
ბოლო იმპერია როგორც კი დაიშლება, გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე კარგად დავიწყებული ძველი და ახალი ეტლებიც გამოჩნდებიან. მერე დაფაზე პაიკებიც თავისით დამწკრივდებიან.
გეორგიევსკის შხამით მძინარე ლაზიერი კი პანთერას ნიშნისაა. როგორც კი გაიღვიძებს, ის სწრაფ მოძრაობებს დაიწყებს.























