Heykeltraşı Elguja Amashukeli
photo by Badri Vadachkoria
Tiflis’i kuran Kral Vakhtang Gorgasali’nin anıtı
ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში…
თბილისის მშენებლობა და გადედაქალაქება დაკავშირებულია ვახტანგ გორგასალის სახელთან. ლეგენდა ხოხობზე ყველამ ვიცით…:)
თბილისს ვახტანგმა „ტფილისი“ სამ ნაწილად დაჰყო, პირველი კალა ანუ კალოუბანი, მდებარეობდა ქალაქის ბჭის ჩრდილო-დასავლეთით მიდამოებში. მეორე ნაწილი – „ტფილისი“, ტერიტორია, სადაც თბილი გოგირდოვანი წყაროები ამოდიოდა; მესამე – ისანი, დღესდღეობით ავლაბარი, მტკვრის მარცხენა სანაპირო.
ვახტანგ მეფეს „ტფილისი“, პატარა იერუსალიმად ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომაც გვაქვს აქ უძველესი, იმ სახელის მქონე ეკლესიები, რომლებიც იერუსალიმში იყო: თაბორის, ფერისცვალების, ღმრთისმშობლის, და ბეთლემისა
მეფე თავად ვერ მოესწრო ქალაქის მშენებლობის დასრულებას. მოგვიანებით, დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს-ის დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა, ხოლო უძველესი დროიდან ქართველთა დედაქალაქი მცხეთა საეკლესიო ქალაქად, ცენტრად გამოცხადდა. შემდგომში თბილი წყლების უბანში გოგირდის აბანოები გაშენდა. დღეისათვის, აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი – აბანოთუბანია.
































