დედამიწის გაჩერება, თურმე, შეგვძლებია.
Kakaha Kvashikava:
2012 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მდინარე იანძიზე (ჰუბეის პროვინცია) ამუშავდა გრავიტაციული კაშხლის ჰიდროელექტროსადგური სახელწოდებით „სამი ხეობა“ (ჩინ. „სანსია“).
ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროსადგური დაგეგმილი სიმძლავრის მიხედვით – 22,5 გიგავატი. 2014 წლიდან ელექტროსადგურის წლიური წარმოება იყო 90–100 მილიარდი კვტ/სთ. 2020 წლის მუსონის ძლიერმა წვიმამ წლიური წარმოება რეკორდულ 111,8 მილიარდ კვტ/სთ-მდე მიიყვანა.
„სამი ხეობა“ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგებობა მასით. მისი ბეტონის კაშხალი მყარია და იწონის 65,5 მილიონ ტონაზე მეტს. სამუშაოების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე, „სამი ხეობა“ შეფასებულია 30,5 აშშ მილიარდ დოლარად.
კაშხლის მიერ წარმოქმნილი წყალსაცავი შეიცავს 39,3 კმ³ წყალს და სიდიდით 27-ა მსოფლიოში. მის შესავსებად, 1,3 მილიონი ადამიანი გადაასახლეს სანაპირო რაიონებიდან, რაც გახდა ყველაზე დიდი განსახლება ისტორიაში ხელოვნური ნაგებობების მშენებლობისთვის. ხალხის გადასახლების ხარჯებმა შეადგინა მთლიანი სამშენებლო ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი.
NASA-ს მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ „სამი ხეობის“ კაშხლების მიერ შენახული წყლის მასის ცვლა დედამიწის დღე-ღამის მთლიან ხანგრძლივობას ზრდის 0,06 მიკროწამით და დედამიწას ოდნავ უფრო მრგვალს ხდის შუაში, ხოლო პოლუსებზე კი უფრო აბრტყელებს.
2012 წლიდან დღე-ღამის ხანგრძლივობა 0,06 მიკროწამით გაიზარდა. ეს შეუმჩნეველია ფაქტობრივად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, დედამიწის გაჩერება.
2022 წელს ჟურნალ Open Geosciences-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, წყალსაცავის წყლის დონის ცვლილება გავლენას ახდენს გრავიტაციულ ველზე დასავლეთ სიჩუანში, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ამ ზონის სეისმურობაზე.
































