LAZLARIN EN SEVDALISI / სიყვარულით სავსე ლაზი
Kimsenin yapamadığını bir türküyle yaptı, “Didou Nana” ile… Hiç Lazca bilmeyenler bile onun buğulu sesiyle söylediği ezgileri anladılar, o ezgilerin dalgasına kapıldılar. Lazların en sevdalısı Kazım Koyuncu, sesine, gençliğinin bütün neşesini ve erken ölümünün dayanılmaz acısını sığdırıp aramızdan ayrıldı. Yıl 2005, aylardan Hazirandı…
Karadeniz’in en güzel, Karadeniz’in en hırçın, Karadeniz’in en içli, Karadeniz’in en yürek yakan ezgisiydi… Şimdi Kazım, Karadeniz türkülerine yığılan hüznün sebebidir. Akordeonun ağlamasına, tulumun sızlamasına, kemençenin inlemesine, gitarın öksüz kalmasına sebep olandır.
Gidişiyle herkese “evlat acısı” yaşatan asi çocuk, Laz inadının en çok yakıştığı delikanlı adam Kazım Koyuncu, bu dünyada bir insanın “yüreğiyle” yapabileceği ne varsa hepsini, o inat ve cesaretle yaptı. Soylu duruşundan, yürüyüşünden, sesinden, bakışından ve ruhundan harmanladığı tılsımı kattı türkülerine. Sesi bize yadigâr…
Zamanın ilaç olduğu doğru değil. Hasret, kendini büyüten bir çocuk, çoğalan hüzün… Baştan ayağa sevda, baştan ayağa ayrılık…
Şimdi Kazım, bir aşkın en güzel yerinde çekip gitmenin adıdır.
Kevser RUHİ
Pirosmani Dergisi
5 Sayı – 2008
მან შეუძლებელი შეძლო ერთი სიმღერით, და ეს სიმღერა იყო ‘დიდოუ ნანა’… მისი მოგუდული ხმით ნამღერი მელოდია გაიგო და შეითვისა ყველამ, მათაც კი ვინც ლაზური არ იცოდა, შეითვისა და ამ ჰანგის მომაჯადოებელ ტალღებში ჩაიძირა. სიყვარულით სავსე ლაზი, თვით ფეხადგმული სიყვარული და სევდა ქაზიმ კოიუნჯუ… მან თავის ტკბილ ხმაში ჩაატია მისი ახალგაზრდობის ყველა სიხარული, ადრე წასვლის გაუსაძლისი ტკივილი და განგვეშორა. იდგა 2005 წლის ივნისის თვე…
იგი შავიზღვისპირეთის უბადლო, შავიზღვისპირეთის ყველაზე დაუოკებელი და ბობოქარი, შავიზღვისპირეთის ყველაზე უფრო სულშიჩამწვდომი და გულისდამწველი ჰანგი იყო… ახლა ქაზიმი შავიზღვისპირეთის სიმღერებში ჩაღვრილი დარდისა და მწუხარების საგნად ქცეულა. ტირის აკორდეონი, გოდებს გუდა-სტვირი, კვნესის ქამანჩა, ობლად დარჩა გიტარა და ამ ყველაფრის მიზეზი იგია მხოლოდ.
ქაზიმ კოიუნჯუ… ეს იყო მეამბოხე სულის ბავშვი, თავისი წასვლით ყველას ‘შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი’ რომ განაცდევინა; ეს იყო ყმაწვილი კაცი, რომელსაც საოცრად უხდებოდა ლაზური ჯიუტი ხასიათი. ამ ქვეყანაზე ერთი ადამიანის ‘გულით’ თუ კი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი, მან თავისი შეუპოვრობითა და გაბედულებით შეასრულა და დაასრულა. მან სიმღერებში ჩააქსოვა გრძნება მომკილი და მოგროვილი თავისი ზრდილი ქცევიდან, კეთილშობილი ჯიშიდან, მომაჯადოებელი ხმიდან, ვაჟკაცური გამოხედვიდან, ღრმა და ნათელი სულიდან. თავისი ხმა კი მარადიულ საჩუქრად დაგვიტოვა…
არ არის მართალი, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ახალდაბადებული ბავშვივით თოთოა მონატრების სევდა; და ეს ბავშვი დღითიდღე თვითონ იზრდება; მონატრება კი მომატებული ტკივილია, მომრავლებული ნაღველი და ტანჯვა… თავიდან ფეხებამდე ხალასი სიყვარული იყო, ამიტომაა ძნელი მასთან განშორება… მისი სიყვარულით ანთებული გულები დატოვა და წავიდა. ამიტომ იქცა ქაზიმი ულამაზესი სიყვარულის განცდისა და განშორების სახელად.
ქეთი ხანთაძე
ჟურნალ ფიროსმანი
- ნომერი-2008
(თურქულიდან თარგმნა
ნანა კაჭარავამ)

























