📌შიში ,იმის რომ აქციაზე არ იყავი და ამას მეგობრები გაიგებენ -უკვე ატარებს ტერორისა და ტოტალიტარიზმის სუნს.ეს დემოკრატია არ არის.
თუ დავუფიქრდებით, ამომრჩეველთა არჩევანი მიზანშეწონილადაა კონფედენციალური და ზოგადად, არცერთი ჩვენგანი არასოდეს, ვალდებულნი არა ვართ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები თუ მოსაზრებები გავაჟღეროთ.ძალადობრივი პროპაგანდის უფლება კი არავის გვაქვს.
📌ყველაზე მთავარი, ამ ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია არაა, აქედან გამომდინარე, რატომ უვარდებით მაინც და მაინც ქრისტიანებს, რატომ წვავთ მათ სიწმინდეებს, რატომ ანქიქებთ მათ რწმენას?!.
მუსლიმებიც არიან ჩვენი მოქალაქეები, აბა გაბედეთ და მეჩეთებსა და სინაგოგებში შევარდით!
მხოლოდ უსინდისოთ სჩვევია, რომ მას ,ვინც ლმობიერი და მოყვარულია თავზე დაასხდნენ.
სხვის აზრს პატივი არ სცე და არსებობის საშუალება მოუსპო, არაა ლიბერალიზმი.
ეს სინამდვილეში, ნაციზმია, ფაშიზმი ან თუნდაც კომუნიზმი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლიბერალიზმი.
ზემოთხსენებულ სამს, ერთი საერთო შტრიხი აქვს- სამივე მათგანი ერთპარტიულ ტოტალიტარულ სისტემას ქმნის, რომელიც გარშემომყოფებზე ძალადობს და საპირისპირო აზრთან შეურიგებელია.
როცა გული ბოღმით, კატეგორიულობითა და სიძულვილითაა სავსე, როცა იმას გეგმავ როგორ გააქრო ოპონენტები,
როცა იმას ფიქრობ, ყველა, ვინც ჩვენთან ერთად არაა ჩვენი მტერიაო,
ეს სინამდვილეში, არავითარი პროგრესი არაა.
ეს დეგრადაციაა, სხვათა აზრისა და სინდისის თავისუფლების ხელყოფაა.
ერთი რამ კი ცხადია ,ის ვინც გაუწონასწორებელი და უკულტუროა სიმპათიასა და ნდობას არ იმსახურებს.
♦️ყველა ის ადამიანი,ვინც დღეს ამ სიძულვილის ენით საუბრობს -თავადაა ,იმ რუსეთში ,რომლითაც გვაშინებს.
🖊️ნინი კალანდაძე
13/12/2024



























