მეგობრებო, ულამაზესო დედებო, ჩემი საყვარელი ლექსით
გილოცავთ დედის დღეს, გისურვებთ ყველას უბედნიერეს
დედობას..
დ ე დ ა ს
შენ ხარ ამქვეყნად სულ ყველაზე
აღმატებული,
შენ ხარ ნათელი სამყაროსი
მიწად და ზეცად,
რა ძალამ შექმნა, საყვარელო,
ეგ თბილი გული,
ამხელა გრძნობას როგორ იტევ,
ძვირფასო დედა!..
მეიმედები, დე, ყოველთვის
მეიმედები,
ჩემი ფიქრი ხარ, შენ ჩემში ხარ
ყოველდღიურად,
ჩემს დიდ ტკივილებს, დედა, ახლაც
წამლად ედები,
დედის გული ხომ ცოცხალია
მარადიულად.
დედის სიკვდილი არავინ თქვას,
არც კი გაბედოს,
შვილისთვის მარად ცოცხალია
მისი ხატება,
ჯერ სიცოცხლეში გვილამაზებს
გულს და გარემოს,
წავა და მერე იგი ჩვენში
ჩაესახლება.
შენ ხარ ამქვეყნად სულ ყველაზე
აღმატებული,
შენ ნათელი ხარ ამა ქვეყნის,
მიწად და ზეცად,
ქვეყნად რა ძალამ შექმნა, ნეტავ,
ეგ თბილი გული,
თავად მაცხოვრის საჩუქარო,
ძვირფასო დედა!..
































